ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ჩიკვილაძემ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა

ქართული ოცნებათბილისის მერიასაქართველოს პარლამენტი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ჩუღურეთის მაჟორიტარმა ზურაბ ჩიკვილაძემ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც ყურადღება გაამახვილა საკრებულოს მუშაობაზე, დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებასა და რაიონში მიმდინარე პროექტებზე.

ზურაბ ჩიკვილაძემ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა
ზურაბ ჩიკვილაძემ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარმოადგინაიმედინიუსი

თბილისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ საზოგადოებას ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში გააცნო. საქმიანობის შესახებ ანგარიში მოიცავს 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2026 წლის 1-ელ ნოემბრამდე პერიოდს. ზურაბ ჩიკვილაძე არის თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების წევრი.

როგორც ანგარიშის გაცნობისას ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, ერთი წლის განმავლობაში თბილისის საკრებულომ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი განიხილა.

„წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე განვიხილეთ დედაქალაქის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხების ფართო სპექტრი. საკრებულოს გადაწყვეტილებები ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში მიმართულია მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის ამაღლებისა და ქალაქის მდგრადი ინფრასტრუქტურული თუ სოციალურ-ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფისკენ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საანგარიშო წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ბიუროს 20 და საკრებულოს 18 სხდომა, რომლებზეც 99 დადგენილება და 713 განკარგულება მიიღეს.

ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოს ორ კომისიაში საკუთარ საქმიანობაზე ილაპარაკა. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მუშაობიდან მან განსაკუთრებით გამოყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებული პუნქტები და ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტული საკითხები, ასევე განკარგულებები, გაცემული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით. ამ პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 130 დაზარალებული.

ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის მიერ განხილული საკითხებიდან კი აღსანიშნავია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით დამტკიცებული პროექტები და დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გაცემული პროექტები.

ზურაბ ჩიკვილაძემ ვრცლად მიმოიხილა ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქმიანობა. მე-8 მოწვევის თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 42 წევრს აერთიანებს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა, მათი საქმიანობის მთავარი მიზანი საერთო პოლიტიკური ხედვის ირგვლივ გაერთიანებული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელება და პროცესების კოორდინირებულად წარმართვაა. ფრაქცია თვეში მინიმუმ ერთხელ მართავს სხდომას. დედაქალაქისთვის აქტუალური საკითხების სიღრმისეული განხილვის საფუძველზე ყალიბდება ერთიანი, შეთანხმებული პოზიცია და მუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთაც შემდგომში საკრებულოს სხდომებზე წარმოადგენენ. საანგარიშო წლის განმავლობაში ფრაქციამ ჩაატარა 23 სხდომა და განიხილა 43 საკითხი. ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობით პროექტებში, რაც ითვალისწინებდა მივლინებებსა და უცხოური დელეგაციების მასპინძლობას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

ზურაბ ჩიკვილაძის წლიურ ანგარიშში განსაკუთრებით ვრცლად არის განხილული მისი, როგორც ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის საქმიანობა.

„ჩემი, როგორც საკრებულოს მაჟორიტარი წევრის თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და ჩუღურეთის რაიონის გამგეობასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, სამაჟორიტარო ტერიტორიაზე შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ განხორციელდა არაერთი პროექტი. ჩუღურეთის რაიონი ერთ-ერთი უძველესი და რთული რელიეფის მქონე უბანია დედაქალაქში, რასაც თან ახლავს სპეციფიკური გამოწვევები. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტია მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, მოქალაქეებთან შეხვედრების, წარმომადგენლობაში მოსახლეობის მხრიდან შემოსული განცხადებების, ასევე წარმომადგენლობის თანამშრომლების მიერ ადგილზე მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზებით სამაჟორიტარო ოლქში გამოვლინდა საჭიროებები სხვადასხვა კუთხით, მათ შორის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ინფრასტრუქტურული; ტრანსპორტის; ტერიტორიების გამწვანებისა და რეკრეაციის; მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშემწყობი პროგრამებით სარგებლობის საჭიროების საკითხები.

ზურაბ ჩიკვილაძემ დეტალურად ილაპარაკა პრიორიტეტული პროექტების მხრივ ჩუღურეთის რაიონში ჩატარებულ სამუშაოებზე. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიაზე აშენდება თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი ბაგა-ბაღი.

როგორც ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობასა და დედაქალაქის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

წლიური საქმიანობის ანგარიშის გაცნობას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და ლევან ჯაფარიძე, საკრებულოს წევრები და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოზურაბ ჩიკვილაძემ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემი, როგორც საკრებულოს მაჟორიტარი წევრის თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და ჩუღურეთის რაიონის გამგეობასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, სამაჟორიტარო ტერიტორიაზე შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ განხორციელდა არაერთი პროექტი. ჩუღურეთის რაიონი ერთ-ერთი უძველესი და რთული რელიეფის მქონე უბანია დედაქალაქში, რასაც თან ახლავს სპეციფიკური გამოწვევები. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტია მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა“
ზურაბ ჩიკვილაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ხუროძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები