ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა

გიორგი ცხოვრებაძემ ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი „ზაგრების“ შემადგენლობაში „ცელიესთან“ გამარჯვებით დაასრულა. ქართველმა ხელბურთელმა მატჩში 11 გოლი გაიტანა და ორივე გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურასპორტალი

ჯგუფის დასკვნით ტურში ხორვატები სლოვენიელებს ესტუმრნენ და დამაჯერებელი გამარჯვება - 38:32 მოიპოვეს.

გიორგი ცხოვრებაძემ და „ზაგრებმა“ ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფი სლოვენიურ „ცელიესთან“ გამარჯვებით გახსნეს და ჯგუფური ეტაპიც სწორედ მათთან გამარჯვებით დახურეს.

ჯგუფის დასკვნით ტურში ხორვატები სლოვენიელებს ესტუმრნენ და დამაჯერებელი გამარჯვება - 38:32 მოიპოვეს. „ზაგრების“ წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვის ქართველ ლეგიონერ გიორგი ცხოვრებაძეს, რომელიც 11 გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ქართველი ხელბურთელისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მაჩვენებელია.

„ზაგრებმა“ ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშება ჯგუფში 3 მოგებითა და 3 წაგებით მესამე ადგილზე დაასრულა და მთავარი რაუნდის მიღმა დარჩა, თუმცა ევროპულ სეზონს რანგით მეორე ტურნირზე, ევროპა ლიგაზე განაგრძობს, სადაც წარმატების მიღწევის მეტი შანსი ექნება.

დღესვე C ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში ლიდერები - „პარი სენ-ჟერმენი“ და დანიური „ოლბორგი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პარიზელებმა 32:25 გაიმარჯვეს და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს.

GEOHANBALL.GE

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები