ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან იოსელიანი - გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით მოვაწონოთ თავი? - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, საერთოდ არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საერთაშორისო აზარტული ტურნირების დაშვებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქვეყანა აზარტის ჰაბი არ უნდა გახდეს, რადგან ოჯახებისთვის მიყენებული ზიანი იმდენად დიდია, რომ შემოსული თანხის ოდენობას მნიშვნელობა აღარ აქვს.

ლევან იოსელიანი - გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით მოვაწონოთ თავი? - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, საერთოდ არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
ლევან იოსელიანი - გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით მოვაწონოთ თავი? - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, საერთოდ არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანიინტერპრესნიუსი

გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით მოვაწონოთ თავი? - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც ეხმიანება კანონს, რომლის თანახმადაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ არ შეიძლება ქვეყანა პოზიციონირებდეს საერთაშორისო არენაზე, როგორც აზარტული თამაშების ჰაბი.

მისივე შეფასებით, იმდენად დიდია ზიანი, რაც აზარტულ თამაშებს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელობა აღარ აქვს, მათი საშუალებით ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა ქვეყანაში.

„მე ცოცხალი მოწმე ვარ, ყოველკვირა მოდიან ჩემთან მშობლები, რომელთა ოჯახებიც არიან აზარტული თამაშების მსხვერპლი. მათი შვილები ძირითადად არიან საპატიმროში და ყველა ეს ოჯახი გაუბედურებულია აზარტული თამაშების გამო. ჩემი განცხადება იმას ეხებოდა, რომ არ შეიძლება ქვეყანა პოზიციონირებდეს საერთაშორისო არენაზე როგორც ჰაბი იმისა, რომ მოდით, ჩამოდით ჩვენთან პოკერის სათამაშოდ, მოდი პოპულარიზაცია გავუწიოთ პოკერის თამაშს.

მე ვუსმენდი ბატონ ბერეკაშვილს, რომელსაც გამოჰქონდა ეს კანონპროექტი. ის ამბობდა, რომ ცუდს კი არაფერს ვაკეთებთ, პოკერის პოპულარიზაციას ითვალისწინებსო, 20%-მდე დავიყვანეთ საქართველოს მოქალაქეების[წილი] და უცხოელები თამაშობენო. ჯერ ერთი 20% საქართველოს მოქალაქე ცოტა არაა, მაგრამ უცხოელები რომ ითამაშებენ, ეს საერთოდ არ არის არგუმენტი. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საერთაშორისო ტურნირს რომ აწყობ შენს ქვეყანაში, ეს ხომ პოპულარიზაციას ემსახურება, იმ ქვეყნის ცნობადობის ზრდას კონკრეტულად იმ სახეობაში[პოკერი]. რატომ „იკლავენ“ აბა თავს ქვეყნები ოლიმპიადისთვის? ის ქვეყანა ხდება ცნობილი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით მოვაწონოთ თავი? ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, საერთოდ არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი, რაც აზარტულ თამაშებს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს და კენჭისყრის შედეგით 73 - მომხრე, 5- წინააღმდეგი, საბოლოო მოსმენით მიიღეს. პროექტის განხილვას და დამტკიცებას ორი პლენარული სხდომა დაეთმო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე ცოცხალი მოწმე ვარ, ყოველკვირა მოდიან ჩემთან მშობლები, რომელთა ოჯახებიც არიან აზარტული თამაშების მსხვერპლი. მათი შვილები ძირითადად არიან საპატიმროში და ყველა ეს ოჯახი გაუბედურებულია აზარტული თამაშების გამო. ჩემი განცხადება იმას ეხებოდა, რომ არ შეიძლება ქვეყანა პოზიციონირებდეს საერთაშორისო არენაზე როგორც ჰაბი იმისა, რომ მოდით, ჩამოდით ჩვენთან პოკერის სათამაშოდ, მოდი პოპულარიზაცია გავუწიოთ პოკერის თამაშს. მე ვუსმენდი ბატონ ბერეკაშვილს, რომელსაც გამოჰქონდა ეს კანონპროექტი. ის ამბობდა, რომ ცუდს კი არაფერს ვაკეთებთ, პოკერის პოპულარიზაციას ითვალისწინებსო, 20%-მდე დავიყვანეთ საქართველოს მოქალაქეების[წილი] და უცხოელები თამაშობენო. ჯერ ერთი 20% საქართველოს მოქალაქე ცოტა არაა, მაგრამ უცხოელები რომ ითამაშებენ, ეს საერთოდ არ არის არგუმენტი. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საერთაშორისო ტურნირს რომ აწყობ შენს ქვეყანაში, ეს ხომ პოპულარიზაციას ემსახურება, იმ ქვეყნის ცნობადობის ზრდას კონკრეტულად იმ სახეობაში[პოკერი]. რატომ „იკლავენ“ აბა თავს ქვეყნები ოლიმპიადისთვის? ის ქვეყანა ხდება ცნობილი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით მოვაწონოთ თავი? ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, საერთოდ არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი, რაც აზარტულ თამაშებს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის“
ლევან იოსელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტმა „აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები