გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: "ველნესკურორტ ბიოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო უკანონო ნადირობის შესახებ ცხელ ხაზზე შეტყობინება არ შესულა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, „ბიოლის“ მიმდებარედ უკანონო ნადირობაზე შეტყობინება არ შესულა, თუმცა გავრცელებული ცნობების გამო ტერიტორია კონტროლზე აიყვანეს. უწყების განმარტებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნადირობა სრულად აკრძალულია.

"ველნესკურორტ ბიოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო უკანონო ნადირობის შესახებ ცხელ ხაზზე შეტყობინება არ შესულა, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია "ველნესკურორტ ბიოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმისა და სავარაუდო უკანონო ნადირობის ფაქტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის მსგავსი ინფორმაციით არავის მოუმართავს და სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ შეტყობინება არც სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დადასტურებულა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №95-ის (ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე. 2013 წლის 27 დეკემბერი) თანახმად - ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფონაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა ასევე აკრძალულია სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე. ვინაიდან „ველნესკურორტი ბიოლი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია მოქცეულია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია.
უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც გამკაცრებულ კონტროლს ატარებენ.
შედეგად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, მხოლოდ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნადირობის წესების დარღვევის 10 ფაქტია გამოვლენილი. „ველნესკურორტი ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო უკანონო ნადირობის ფაქტების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებისთანავე კი, დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ტერიტორია მკაცრ კონტროლზეა აყვანილი - გარემოსდაცვითი პატრულირებისა დასწრაფი რეაგირების ეკიპაჟები ინტენსიური რეჟიმით პატრულირებენ და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…