"ბიოლის" გარშემო ისმის სროლის ხმა" - თამაზ მჭედლიძე აცხადებს, რომ ნადირობის სეზონის გამო სტუმრები კურორტს დაგეგმილზე ადრე ტოვებენ
„ბიოლის“ დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე აცხადებს, რომ კურორტის გარშემო სისტემატური სროლის ხმის გამო უცხოელი დამსვენებლები ობიექტს ვადაზე ადრე ტოვებენ. ბიზნესმენი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ თბილისის საზღვრებში ნადირობა აკრძალულია.

სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლის" დამფუძნებლის თამაზ მჭედლიძის განცხადებით, მათ ტერიტორიაზე მუდმივად ისმის სროლის ხმები, რის გამოც დამსვენებლები რიგ შემთხვევაში კურორტს დროზე ადრე ტოვებენ. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყების ცხელ ხაზზე კურორტის ადმინისტრაციას პასუხობენ რომ ამ დროისთვის ნადირობის სეზონი გახსნილია.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ თბილისის საზღვრებში ნადირობა აკრძალულია და ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისად უნდა კონტროლდებოდეს. BM.GE-სთან საუბრისას თამაზ მჭედლიძე აღნიშნავს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, სადაც დარეკვისას ეკითხებიან საიდან ისმის სროლის ხმა. მისი თქმით, ეს თავად უწყების გასაკონტროლებელია.
„დღეს სერიოზულად ვეკითხები საკუთარ თავს: ზედმეტად ადრე ხომ არ წამოვიწყე ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში?
მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ საქართველოს სჭირდება ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მიდგომა, შენარჩუნებული ბუნება, პროფესიული გუნდი და ისეთი მომსახურება, რომლის მისაღებადაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ.
მაგრამ დღეს უცხოელ სტუმრებს ვკარგავთ. იცით, რატომ?
ბიოლის გარშემო პრაქტიკულად ყოველდღე ისმის სროლის ხმა. ადამიანები კურორტის ტერიტორიაზე სეირნობენ და თანმიმდევრული სროლის ხმა ესმით. რამდენიმე სტუმარმა დაგეგმილზე ადრე დატოვა კურორტი და ეს პირველად არ ხდება.
შესაძლოა, ჩვენთან ვიღაცას ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია: „ნადირობის სეზონია, მერე რა?“ მაგრამ უცხოელი სტუმარი შოკშია. ის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და დასვენებისთვის ჩამოვიდა, და აღმოჩნდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხია: დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის დაშორებით ნადირობა შეიძლება.
ბიოლი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს, სადაც ნადირობა საერთოდ აკრძალულია.
რატომ გვესაუბრებიან 500 მეტრზე, ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება მოახდინონ დაუყოვნებლივ?
წლებია ვშრომობთ იმისთვის, რომ ადამიანებს საქართველოში ჩამოსვლა მოუნდეთ. ჩამოგვყავს უცხოელი სტუმრები, რომლებიც მზად არიან ხარისხიან მომსახურებაში თანხა გადაიხადონ. ვქმნით სამუშაო ადგილებს, ძალასა და სახსრებს ვდებთ მიმართულებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყე შეიძლება გახდეს.
ნუთუ არაკომპეტენტურობასა და უმოქმედობას შეუძლია წყალში ჩაყაროს წლების შრომა და ოცნება იმაზე, თუ როგორი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყანა?
ბიოლიში მთელი სული ჩავდე, რადგან ჩემი ქვეყნის მჯერა. მაგრამ დღეს მაინც ვეკითხები საკუთარ თავს: საქართველოში ასეთი საქმის წამოწყება ნაადრევი ხომ არ იყო?“, - წერს თამაზ მჭედლიძე.
BM.GE აღნიშნული საკითხის გარკვევას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეეცდება და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, ქვეყანაში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 2026 წლის 22 აგვისტოდან 2027 წლის 1 მარტამდეა ნებადართული.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მათ შორის: ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა აკრძალულია ასევე სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვასა და სარგებლობაში არსებულ საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე.
ციტატები სტატიიდან
„დღეს სერიოზულად ვეკითხები საკუთარ თავს: ზედმეტად ადრე ხომ არ წამოვიწყე ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში? მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ საქართველოს სჭირდება ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მიდგომა, შენარჩუნებული ბუნება, პროფესიული გუნდი და ისეთი მომსახურება, რომლის მისაღებადაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ. მაგრამ დღეს უცხოელ სტუმრებს ვკარგავთ. იცით, რატომ? ბიოლის გარშემო პრაქტიკულად ყოველდღე ისმის სროლის ხმა. ადამიანები კურორტის ტერიტორიაზე სეირნობენ და თანმიმდევრული სროლის ხმა ესმით. რამდენიმე სტუმარმა დაგეგმილზე ადრე დატოვა კურორტი და ეს პირველად არ ხდება. შესაძლოა, ჩვენთან ვიღაცას ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია: „ნადირობის სეზონია, მერე რა?“ მაგრამ უცხოელი სტუმარი შოკშია. ის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და დასვენებისთვის ჩამოვიდა, და აღმოჩნდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხია: დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის დაშორებით ნადირობა შეიძლება. ბიოლი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს, სადაც ნადირობა საერთოდ აკრძალულია. რატომ გვესაუბრებიან 500 მეტრზე, ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება მოახდინონ დაუყოვნებლივ? წლებია ვშრომობთ იმისთვის, რომ ადამიანებს საქართველოში ჩამოსვლა მოუნდეთ. ჩამოგვყავს უცხოელი სტუმრები, რომლებიც მზად არიან ხარისხიან მომსახურებაში თანხა გადაიხადონ. ვქმნით სამუშაო ადგილებს, ძალასა და სახსრებს ვდებთ მიმართულებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყე შეიძლება გახდეს. ნუთუ არაკომპეტენტურობასა და უმოქმედობას შეუძლია წყალში ჩაყაროს წლების შრომა და ოცნება იმაზე, თუ როგორი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყანა? ბიოლიში მთელი სული ჩავდე, რადგან ჩემი ქვეყნის მჯერა. მაგრამ დღეს მაინც ვეკითხები საკუთარ თავს: საქართველოში ასეთი საქმის წამოწყება ნაადრევი ხომ არ იყო?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…