ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო ვარდოსანიძე: მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული წინასწარი განცხადებები შესაძლოა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად ან მასზე ზეწოლად იქნეს აღქმული, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება

ქართული ოცნება

ნინო ვარდოსანიძის განცხადებით, პარტიების შესაძლო აკრძალვაზე საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები შესაძლოა სასამართლოზე ზეწოლად აღიქმებოდეს. მანამდე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი შეიძლება სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს.

ნინო ვარდოსანიძე: მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული წინასწარი განცხადებები შესაძლოა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად ან მასზე ზეწოლად იქნეს აღქმული, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება
ნინო ვარდოსანიძე: მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული წინასწარი განცხადებები შესაძლოა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად ან მასზე ზეწოლად იქნეს აღქმული, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგებარუსთავი 2

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნინო ვარდოსანიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 51-ე სესიაში მონაწილეობს.

ქართული დელეგაცია, რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, უკვე მეორე დღეა მონაწილეობს სესიის, კომიტეტებისა და სხვა სამუშაო ფორმატების შეხვედრებში, სადაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

მიუხედავად იმისა, რომ სესიის დღის წესრიგით საქართველოს საკითხის განხილვა გათვალისწინებული არ ყოფილა, ერთ-ერთმა გამომსვლელმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა.

პასუხისას ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს.

აღნიშნულს ნინო ვარდოსანიძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ქართულ დელეგაციას სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურდა, თუმცა პროცედურული წესებიდან გამომდინარე, ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

"მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა მოთხოვნილი გვქონდა, სხდომის ფორმატიდან გამომდინარე, საკითხზე მსჯელობის გაგრძელება ვერ მოხერხდა. თუმცა, ყველა სხვა შესაძლო ფორმატი გამოვიყენეთ, რათა ჩვენი შეფასებები გაგვეჟღერებინა და საქართველოს პოზიცია დაგვეფიქსირებინა", - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული წინასწარი განცხადებები შესაძლოა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად ან მასზე ზეწოლად იქნეს აღქმული, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობონინო ვარდოსანიძე: მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული წინასწარი განცხადებები შესაძლოა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად ან მასზე ზეწოლად იქნეს აღქმული, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება
  2. პირველი არხისამთავრობონინო ვარდოსანიძე – მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან წინასწარი განცხადებები შესაძლოა, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად ან ზეწოლად იქნეს აღქმული, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა მოთხოვნილი გვქონდა, სხდომის ფორმატიდან გამომდინარე, საკითხზე მსჯელობის გაგრძელება ვერ მოხერხდა. თუმცა, ყველა სხვა შესაძლო ფორმატი გამოვიყენეთ, რათა ჩვენი შეფასებები გაგვეჟღერებინა და საქართველოს პოზიცია დაგვეფიქსირებინა“
ნინო ვარდოსანიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალან ბერსე: საქართველოში პარტიების აკრძალვის საქმე შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოში მოხვდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები