ნინო ვარდოსანიძე: მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული წინასწარი განცხადებები შესაძლოა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად ან მასზე ზეწოლად იქნეს აღქმული, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება
ნინო ვარდოსანიძის შეფასებით, პარტიების შესაძლო აკრძალვაზე საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები შესაძლოა სასამართლოზე ზეწოლად იქნეს აღქმული. ეს განცხადება მან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მიერ ოპოზიციის აკრძალვის საკითხის წამოჭრის საპასუხოდ გააკეთა.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნინო ვარდოსანიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 51-ე სესიაში მონაწილეობს.
ქართული დელეგაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, უკვე მეორე დღეა მონაწილეობს სესიის, კომიტეტებისა და სხვა სამუშაო ფორმატების შეხვედრებში, სადაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარ პოზიციას გამოთქვამს.
მიუხედავად იმისა, რომ სესიის დღის წესრიგით საქართველოს საკითხის განხილვა გათვალისწინებული არ ყოფილა, ერთ-ერთმა გამომსვლელმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა. პასუხისას ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს, რასაც ნინო ვარდოსანიძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ქართულ დელეგაციას სხდომაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა სურდა, თუმცა, პროცედურული წესებიდან გამომდინარე, ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
„მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა მოთხოვნილი გვქონდა, სხდომის ფორმატიდან გამომდინარე, საკითხზე მსჯელობის გაგრძელება ვერ მოხერხდა. თუმცა გამოვიყენეთ ყველა სხვა შესაძლო ფორმატი, რათა ჩვენი შეფასებები გამოგვეთქვა და საქართველოს პოზიცია გამოგვეხატა“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
მისივე შეფასებით, პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული წინასწარი განცხადებები შესაძლოა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად ან მასზე ზემოქმედებად იქნეს აღქმული, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიანინო ვარდოსანიძე: მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული წინასწარი განცხადებები შესაძლოა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად ან მასზე ზეწოლად იქნეს აღქმული, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება
ნინო ვარდოსანიძე – მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან წინასწარი განცხადებები შესაძლოა, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად ან ზეწოლად იქნეს აღქმული, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება
ციტატები სტატიიდან
„მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა მოთხოვნილი გვქონდა, სხდომის ფორმატიდან გამომდინარე, საკითხზე მსჯელობის გაგრძელება ვერ მოხერხდა. თუმცა გამოვიყენეთ ყველა სხვა შესაძლო ფორმატი, რათა ჩვენი შეფასებები გამოგვეთქვა და საქართველოს პოზიცია გამოგვეხატა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…