საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით ქართველიშვილი აირჩიეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს ორმა წევრმა — ლაშა ტუღუშმა და ლიკა ბასილაია-შავგულიძემ არ დაუჭირა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის მოადგილედ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აირჩიეს.
„ჩემთვის არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობა გაიზრდება. ბატონი გია მურღულიას შემცვლელი ვარ, რაც ცალკე თემაა, რომელსაც თავი უნდა გავართვა. მთავარია ჩემთვის, თქვენთან ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ძალიან პერსპექტიული, ძალიან სიმპატიური და მოსახლეობის ძალიან დიდი მასების მიერ ნდობით აღჭურვილი სატელევიზიო და რადიო მაუწყებელი მართლა ფლაგმანი გახდეს ჩვენს საინფორმაციო სივრცეში. ამისთვის თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ქართველიშვილის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, გარდა ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძისა.
„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პარტიის, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 2026 წლის 23 ივნისს აირჩიეს. მისი კანდიდატურა პარლამენტს სწორედ „ხალხის ძალამ“ წარუდგინა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩემთვის არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობა გაიზრდება. ბატონი გია მურღულიას შემცვლელი ვარ, რაც ცალკე თემაა, რომელსაც თავი უნდა გავართვა. მთავარია ჩემთვის, თქვენთან ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ძალიან პერსპექტიული, ძალიან სიმპატიური და მოსახლეობის ძალიან დიდი მასების მიერ ნდობით აღჭურვილი სატელევიზიო და რადიო მაუწყებელი მართლა ფლაგმანი გახდეს ჩვენს საინფორმაციო სივრცეში. ამისთვის თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…