პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ქართველიშვილი სამღვდელოების ნაწილზე: ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ სამღვდელოების ნაწილი ღმერთისა და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობს და პოლიტიკურ საბოტაჟს იმეორებს.

დავით ქართველიშვილი სამღვდელოების ნაწილზე: ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ
რუსთავი 2

"მოსახლეობის უმრავლესობას გაკეთებულ არჩევანს უწუნებდე და ქვეყნის აყირავებით ემუქრებოდე...ერთი ერთში იმეორებენ ამ ყველაფერს - შედეგიც იგივე კი არა, უფრო მძიმე დაუდგებათ: პოლიტიკურ შემთხვევაში - საკუთარ უღმერთობას ღიად აპელირებენ, აქ კი ღმერთის და წმიდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ", - წერს "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის აზრით, საერო პოლიტიკურ არჩევნებში დამარცხებული ძალების ქცევა, რომლებიც გადადიან საბოტაჟის რეჟიმში, მოსახლეობის არჩევანს უწუნებენ და ქვეყნის აყირავებით ემუქრებიან, ზუსტად იმეორებს იმ პროცესებს, რასაც დღეს ღმერთისა და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დასაშლელად იყენებენ.

"როგორი მსგავსებაა - საერო პოლიტიკური არჩევნების წინ არანაირ წინამოსამზადებელ აგიტაციას არ აწარმოებდე, მერე აგებდე ამ არჩევნებს, მერე გულსა შინა თვისსა საკუთარ დაკავებულ ადგილს არ ეთანხმებოდე, საბოტაჟის რეჟიმში გადადიოდე, თავს ერთადერთ ნაღდს, ჭეშმარიტს, ლეგიტიმურს უწოდებდე და მოსახლეობის უმრავლესობას გაკეთებულ არჩევანს უწუნებდე და ქვეყნის აყირავებით ემუქრებოდე...ერთი ერთში იმეორებენ ამ ყველაფერს - შედეგიც იგივე კი არა, უფრო მძიმე დაუდგებათ: პოლიტიკურ შემთხვევაში - საკუთარ უღმერთობას ღიად აპელირებენ, აქ კი ღმერთის და წმიდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ. ბოლო ჟამს - წმინდა ათონის მთაც კი ჩაიძირებაო - გვასწავლიან წმინდა მამები, ხოლო ანტიქრისტე მაინც დამარცხდება", - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები