საზმაუს ბორდის თავმჯდომარის მოადგილედ დავით ქართველიშვილი აირჩიეს - მისი ანაზღაურება 6 798 ლარი იქნება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აირჩიეს, რომლის დარიცხული ანაზღაურებაც 6 798 ლარი იქნება. ქართველიშვილის კანდიდატურას, ორის გარდა, საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის მოადგილედ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აირჩიეს.
"მედიაჩეკერის" ინფორმაციით, ქართველიშვილის კანდიდატურა ვასილ მაღლაფერიძემ დაასახელა და მხარი, ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, ყველამ დაუჭირა.
პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებად დავით ქართველიშვილი და გრიგოლ (გია) მურღულია 23 ივნისს აირჩია.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება (დარიცხული) 6 798 ლარია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…