ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში დადანაშაულება „უკიდურესი უტიფრობაა“. მისი მტკიცებით, ივანიშვილმა ფონდ „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში 3,2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა და წლების განმავლობაში სახელმწიფოს ინახავდა.

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს
თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცესიმედინიუსი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფონდ „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროექტზე 3,2 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

მეგრელიშვილის განცხადებით, ივანიშვილის სახელს უკავშირდება 900-ზე მეტი ისტორიული ძეგლის, ეკლესია-მონასტრისა და ციხე-სიმაგრის აღდგენა, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მხარდაჭერა. მისივე თქმით, ფონდმა 600 ათასზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულა.

მეგრელიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ეხმარებოდა პოლიციას, ჯარსა და პედაგოგებს.

„სანამ ოპონენტები პოლიტიკური კრიტიკითა და სპეკულაციებით არიან დაკავებულნი, ფაქტები თავად მეტყველებენ იმაზე, თუ რამხელა რესურსი გაიღო ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ.

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმისგან იხსნა, ქვეყანაში დაამკვიდრა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების პრეცედენტი და ჩამოაყალიბა ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მართვის კულტურა.

რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, მისმა პრაგმატულმა მიდგომამ საქართველო აარიდა სამხედრო კონფლიქტებს და დაიცვა სუვერენიტეტი.

ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა „ეროვნული ინტერესებით მართვის კულტურა“, რომელიც გარე გავლენებისაგან იცავს ქვეყნის ტრადიციებს, სულიერებასა და დამოუკიდებლობას.

ყველა ზემოაღნიშნული გახლავთ პოლიტიკური ქველმოქმედება, რითაც ბიძინა ივანიშვილმა ქართული სახელმწიფო განადგურებას გადაარჩინა.

დიდია მისი წვლილი კულტურულ, სულიერ, საგანმანათლებლო თუ სპორტის სფეროებში, აღსანიშნავია ხალხის მიმართ მისი სოციალური სოლიდარობა.

ოფიციალური მონაცემებით, ფონდ „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე 3.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

მის სახელს უკავშირდება 900-ზე მეტი ძეგლის ისტორიული ეკლესია-მონასტრების, ციხე-სიმაგრეებისა და მუზეუმების აღდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ოპერისა და ბალეტის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის მასშტაბური რეკონსტრუქცია.

შეკვეთილში აშენებული ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena, რომელიც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცა.

წლების განმავლობაში კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ასეულობით გამოჩენილი მოღვაწის ყოველთვიური ფინანსური დახმარება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის საგანმანათლებლო ჰაბი, რომლის ინვესტიცია 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

400-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ათასობით სკოლის აღჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით.

შეკვეთილის დენდროლოგიური, მსოფლიო დონის უნიკალური პარკი, რომელიც სრულიად უფასოდ მასპინძლობს დამთვალიერებლებს.

საჩხერესა და ჭიათურაში გადაშენების პირას მყოფი ფრინველების (მაგ. კოლხური ხოხობი) საშენების მოწყობა და ბუნებაში დაბრუნება.

თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა.

სპორტის მხარდაჭერა - 14 თანამედროვე რაგბის კომპლექსისა და სტადიონის აშენება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარებას.

ათეულობით სპორტული სახეობის ფინანსური სტიმულირება ოლიმპიური და მსოფლიო მიღწევებისთვის.

სოციალური სოლიდარობა - ფონდ „ქართუს“ მიერ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი 600 000-ზე მეტი მოქალაქის საბანკო დავალიანების შესყიდვა და განულება.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული რეალური საქმეების არასრული ჩამონათვალი და კოლექტიურ ნიკა გვარამიებს იმავეს გაკეთება არა, მაგრამ ამ კაცის მიერ გაკეთებულ საქმეებზე ქილიკი მარტივად შეუძლიათ.

ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ყოველი ნეგატიური კამპანია, მასზე პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმაა.

ოპონენტები ცდილობენ დააკნინონ მისი წვლილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში, დემოკრატიულ გარდატეხასა და უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო პროექტებში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისადმი ასეთ მიდგომასა და საუბარს წონა უნდა, მინიმუმ უნდა აჯობო მას პოლიტიკური გონიერებითა და ქვეყნისათვის გაკეთებული კარგი საქმით.

ნიკა გვარამია და კოლექტიური დესტრუქციული ოპოზიცია ისე დაასრულებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, რომ თაობებს ქვეყნისთვის გაკეთებული ერთი კარგი საქმე არ გაახსენდება მათი.

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს ინახავდა!

აფინანსებდა პოლიციას, ჯარს, პედაგოგებს და აკეთებდა იმას, რასაც სახელმწიფო ვერ სწვდებოდა, თანაც ყველა გადასახადის აბსოლუტური სიზუსტით გადახდით.

ამ რეალობის ფონზე, მისი დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური „ნიკა გვარამიების“ პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“, - წერს მეგრელიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოთამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური "ნიკა გვარამიების" პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს
  2. POSTVსამთავრობოთამთა მეგრელიშვილი: „ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში, უბრალოდ, უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სანამ ოპონენტები პოლიტიკური კრიტიკითა და სპეკულაციებით არიან დაკავებულნი, ფაქტები თავად მეტყველებენ იმაზე, თუ რამხელა რესურსი გაიღო ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმისგან იხსნა, ქვეყანაში დაამკვიდრა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების პრეცედენტი და ჩამოაყალიბა ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მართვის კულტურა. რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, მისმა პრაგმატულმა მიდგომამ საქართველო აარიდა სამხედრო კონფლიქტებს და დაიცვა სუვერენიტეტი. ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა „ეროვნული ინტერესებით მართვის კულტურა“, რომელიც გარე გავლენებისაგან იცავს ქვეყნის ტრადიციებს, სულიერებასა და დამოუკიდებლობას. ყველა ზემოაღნიშნული გახლავთ პოლიტიკური ქველმოქმედება, რითაც ბიძინა ივანიშვილმა ქართული სახელმწიფო განადგურებას გადაარჩინა. დიდია მისი წვლილი კულტურულ, სულიერ, საგანმანათლებლო თუ სპორტის სფეროებში, აღსანიშნავია ხალხის მიმართ მისი სოციალური სოლიდარობა. ოფიციალური მონაცემებით, ფონდ „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე 3.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მის სახელს უკავშირდება 900-ზე მეტი ძეგლის ისტორიული ეკლესია-მონასტრების, ციხე-სიმაგრეებისა და მუზეუმების აღდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ოპერისა და ბალეტის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის მასშტაბური რეკონსტრუქცია. შეკვეთილში აშენებული ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena, რომელიც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცა. წლების განმავლობაში კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ასეულობით გამოჩენილი მოღვაწის ყოველთვიური ფინანსური დახმარება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის საგანმანათლებლო ჰაბი, რომლის ინვესტიცია 1 მილიარდ ევროს შეადგენს. 400-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ათასობით სკოლის აღჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით. შეკვეთილის დენდროლოგიური, მსოფლიო დონის უნიკალური პარკი, რომელიც სრულიად უფასოდ მასპინძლობს დამთვალიერებლებს. საჩხერესა და ჭიათურაში გადაშენების პირას მყოფი ფრინველების (მაგ. კოლხური ხოხობი) საშენების მოწყობა და ბუნებაში დაბრუნება. თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა. სპორტის მხარდაჭერა - 14 თანამედროვე რაგბის კომპლექსისა და სტადიონის აშენება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარებას. ათეულობით სპორტული სახეობის ფინანსური სტიმულირება ოლიმპიური და მსოფლიო მიღწევებისთვის. სოციალური სოლიდარობა - ფონდ „ქართუს“ მიერ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი 600 000-ზე მეტი მოქალაქის საბანკო დავალიანების შესყიდვა და განულება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული რეალური საქმეების არასრული ჩამონათვალი და კოლექტიურ ნიკა გვარამიებს იმავეს გაკეთება არა, მაგრამ ამ კაცის მიერ გაკეთებულ საქმეებზე ქილიკი მარტივად შეუძლიათ. ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ყოველი ნეგატიური კამპანია, მასზე პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმაა. ოპონენტები ცდილობენ დააკნინონ მისი წვლილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში, დემოკრატიულ გარდატეხასა და უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო პროექტებში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისადმი ასეთ მიდგომასა და საუბარს წონა უნდა, მინიმუმ უნდა აჯობო მას პოლიტიკური გონიერებითა და ქვეყნისათვის გაკეთებული კარგი საქმით. ნიკა გვარამია და კოლექტიური დესტრუქციული ოპოზიცია ისე დაასრულებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, რომ თაობებს ქვეყნისთვის გაკეთებული ერთი კარგი საქმე არ გაახსენდება მათი. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს ინახავდა! აფინანსებდა პოლიციას, ჯარს, პედაგოგებს და აკეთებდა იმას, რასაც სახელმწიფო ვერ სწვდებოდა, თანაც ყველა გადასახადის აბსოლუტური სიზუსტით გადახდით. ამ რეალობის ფონზე, მისი დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური „ნიკა გვარამიების“ პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ მეტრეველი: „ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება. „ქართუ“ ჯერ კიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულებით უსწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება, უბრალოდ, უტიფრობაა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები