თამთა მეგრელიშვილი: „ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში, უბრალოდ, უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში დადანაშაულება უკიდურესი უტიფრობაა და ოპოზიციის სიბეცეს ამხელს.

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სანამ ოპონენტები პოლიტიკური კრიტიკითა და სპეკულაციებით არიან დაკავებულნი, ფაქტები თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა რესურსი გაიღო ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმისგან იხსნა, ქვეყანაში დაამკვიდრა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების პრეცედენტი და ჩამოაყალიბა ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მართვის კულტურა.
რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, მისმა პრაგმატულმა მიდგომამ საქართველო აარიდა სამხედრო კონფლიქტებს და დაიცვა სუვერენიტეტი.
ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა „ეროვნული ინტერესებით მართვის კულტურა“, რომელიც გარე გავლენებისაგან იცავს ქვეყნის ტრადიციებს, სულიერებასა და დამოუკიდებლობას.
ეს ყველაფერი გახლავთ პოლიტიკური ქველმოქმედება, რითაც ბიძინა ივანიშვილმა ქართული სახელმწიფო განადგურებას გადაარჩინა.
დიდია მისი წვლილი კულტურული, სულიერი, საგანმანათლებლო თუ სპორტის მიმართულებით. აღსანიშნია ხალხისადმი მისი სოციალური სოლიდარობა.
ოფიციალური მონაცემებით, ფონდ „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროექტზე 3.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა.
მის სახელს უკავშირდება 900-ზე მეტი ძეგლის ისტორიული ეკლესია-მონასტრების, ციხე-სიმაგრეებისა და მუზეუმების აღდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით;
ოპერისა და ბალეტის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის მასშტაბური რეკონსტრუქცია;
შეკვეთილში აშენებული ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena, რომელიც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცა;
წლების განმავლობაში კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ასეულობით გამოჩენილი მოღვაწის ყოველთვიური ფინანსური დახმარება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის საგანმანათლებლო ჰაბი, რომლის ინვესტიცია 1 მილიარდ ევროს შეადგენს;
400-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ათასობით სკოლის აღჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკი;
შეკვეთილის დენდროლოგიური, მსოფლიო დონის უნიკალური პარკი, რომელიც სრულიად უფასოდ მასპინძლობს დამთვალიერებლებს;
საჩხერესა და ჭიათურაში გადაშენების პირას მყოფი ფრინველების (მაგ., კოლხური ხოხობი) საშენების მოწყობა და ბუნებაში დაბრუნება;
თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა;
სპორტის მხარდაჭერა – 14 თანამედროვე რაგბის კომპლექსისა და სტადიონის აშენება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარებას;
ათეულობით სპორტული მიმართულების ფინანსური სტიმულირება ოლიმპიური და მსოფლიო მიღწევებისთვის;
სოციალური სოლიდარობა – ფონდ „ქართუს“ მიერ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი 600 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის საბანკო დავალიანების შესყიდვა და განულება.
ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული რეალური საქმეების არასრული ჩამონათვალი და კოლექტიურ “ნიკა გვარამიებს” იგივეს გაკეთება არა, მაგრამ ამ კაცის მიერ გაკეთებულ საქმეებზე ქილიკი მარტივად შეუძლიათ.
ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ყოველი ნეგატიური კამპანია მასზე პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმაა.
ოპონენტები ცდილობენ, დააკნინონ მისი წვლილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში, დემოკრატიულ გარდატეხასა და უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო პროექტებში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისადმი ასეთ მიდგომასა და საუბარს წონა უნდა. მინიმუმ, უნდა აჯობო მას პოლიტიკური გონიერებითა და ქვეყნისათვის გაკეთებული კარგი საქმით.
ნიკა გვარამია და კოლექტიური დესტრუქციული ოპოზიცია ისე დაასრულებს პოლიტიკურ “მოღვაწეობას”, რომ თაობებს ქვეყნისთვის მათ მიერ გაკეთებული ერთი კარგი საქმე არ გაახსენდებათ.
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს ინახავდა!
აფინანსებდა პოლიციას, ჯარს, პედაგოგებს და აკეთებდა იმას, რასაც სახელმწიფო ვერ სწვდებოდა, თანაც, ყველა გადასახადის აბსოლუტური სიზუსტით გადახდით.
ამ რეალობის ფონზე, მისი დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში, უბრალოდ, უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“, – წერს მეგრელიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიათამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური "ნიკა გვარამიების" პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს
თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს
ციტატები სტატიიდან
„სანამ ოპონენტები პოლიტიკური კრიტიკითა და სპეკულაციებით არიან დაკავებულნი, ფაქტები თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა რესურსი გაიღო ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმისგან იხსნა, ქვეყანაში დაამკვიდრა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების პრეცედენტი და ჩამოაყალიბა ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მართვის კულტურა. რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, მისმა პრაგმატულმა მიდგომამ საქართველო აარიდა სამხედრო კონფლიქტებს და დაიცვა სუვერენიტეტი. ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა „ეროვნული ინტერესებით მართვის კულტურა“, რომელიც გარე გავლენებისაგან იცავს ქვეყნის ტრადიციებს, სულიერებასა და დამოუკიდებლობას. ეს ყველაფერი გახლავთ პოლიტიკური ქველმოქმედება, რითაც ბიძინა ივანიშვილმა ქართული სახელმწიფო განადგურებას გადაარჩინა. დიდია მისი წვლილი კულტურული, სულიერი, საგანმანათლებლო თუ სპორტის მიმართულებით. აღსანიშნია ხალხისადმი მისი სოციალური სოლიდარობა. ოფიციალური მონაცემებით, ფონდ „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროექტზე 3.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მის სახელს უკავშირდება 900-ზე მეტი ძეგლის ისტორიული ეკლესია-მონასტრების, ციხე-სიმაგრეებისა და მუზეუმების აღდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით; ოპერისა და ბალეტის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის მასშტაბური რეკონსტრუქცია; შეკვეთილში აშენებული ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena, რომელიც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცა; წლების განმავლობაში კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ასეულობით გამოჩენილი მოღვაწის ყოველთვიური ფინანსური დახმარება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის საგანმანათლებლო ჰაბი, რომლის ინვესტიცია 1 მილიარდ ევროს შეადგენს; 400-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ათასობით სკოლის აღჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკი; შეკვეთილის დენდროლოგიური, მსოფლიო დონის უნიკალური პარკი, რომელიც სრულიად უფასოდ მასპინძლობს დამთვალიერებლებს; საჩხერესა და ჭიათურაში გადაშენების პირას მყოფი ფრინველების (მაგ., კოლხური ხოხობი) საშენების მოწყობა და ბუნებაში დაბრუნება; თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა; სპორტის მხარდაჭერა – 14 თანამედროვე რაგბის კომპლექსისა და სტადიონის აშენება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარებას; ათეულობით სპორტული მიმართულების ფინანსური სტიმულირება ოლიმპიური და მსოფლიო მიღწევებისთვის; სოციალური სოლიდარობა – ფონდ „ქართუს“ მიერ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი 600 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის საბანკო დავალიანების შესყიდვა და განულება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული რეალური საქმეების არასრული ჩამონათვალი და კოლექტიურ “ნიკა გვარამიებს” იგივეს გაკეთება არა, მაგრამ ამ კაცის მიერ გაკეთებულ საქმეებზე ქილიკი მარტივად შეუძლიათ. ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ყოველი ნეგატიური კამპანია მასზე პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმაა. ოპონენტები ცდილობენ, დააკნინონ მისი წვლილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში, დემოკრატიულ გარდატეხასა და უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო პროექტებში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისადმი ასეთ მიდგომასა და საუბარს წონა უნდა. მინიმუმ, უნდა აჯობო მას პოლიტიკური გონიერებითა და ქვეყნისათვის გაკეთებული კარგი საქმით. ნიკა გვარამია და კოლექტიური დესტრუქციული ოპოზიცია ისე დაასრულებს პოლიტიკურ “მოღვაწეობას”, რომ თაობებს ქვეყნისთვის მათ მიერ გაკეთებული ერთი კარგი საქმე არ გაახსენდებათ. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს ინახავდა! აფინანსებდა პოლიციას, ჯარს, პედაგოგებს და აკეთებდა იმას, რასაც სახელმწიფო ვერ სწვდებოდა, თანაც, ყველა გადასახადის აბსოლუტური სიზუსტით გადახდით. ამ რეალობის ფონზე, მისი დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში, უბრალოდ, უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…