ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი – ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ციხეში ჩასმა, მაგრამ სახელმწიფო მკაცრი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადამიანი ქვეყნის ინტერესებს დაუპირისპირდება

საქართველოს პარლამენტი

გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლების თვითმიზანი ვინმეს დაპატიმრება არ არის, თუმცა სახელმწიფო მკაცრი უნდა იყოს, თუ ადამიანი ქვეყნის ინტერესებს დაუპირისპირდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მტკიცებით, საქართველოში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ.

გია ვოლსკი – ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ციხეში ჩასმა, მაგრამ სახელმწიფო მკაცრი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადამიანი ქვეყნის ინტერესებს დაუპირისპირდება
გია ვოლსკი – ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ციხეში ჩასმა, მაგრამ სახელმწიფო მკაცრი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადამიანი ქვეყნის ინტერესებს დაუპირისპირდებაპირველი არხი

ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩასაფრებული არიან, საშუალების მიცემა, მუდმივად იძახონ, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. აქციას თავადვე გაუკეთეს მობილიზაცია და დააფინანსეს, არც მალავდნენ და დღეს ამბობენ, თურმე პოლიტიკური პატიმრები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველოში შემოჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერებები, რაზეც ვერავინ ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება.

გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო მკაცრი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ინტერესებს კონკრეტული ადამიანი დაუპირისპირდება.

„ამ ადამიანებს ოპოზიციას ვეღარ ვეძახი. ზოგი ამბობს, ჩაყოლას ჩათრევა სჯობს და საპროცესო შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას აქებენ. ამბობენ, ბრძოლის ველზე გამოსასვლელად კარგია, ციხეში კი არ იჯდე, არამედ აღიარებდე, თუნდაც თაღლითურად იმ დანაშაულს. ზოგი ამბობს, რომ იქ უნდა იჯდე, ვიდრე ყველა, ვინც მათ გამო ზის ციხეში და იდეას შესწირეს თავისი ცხოვრების რაღაც პერიოდი, იქ არიან. არის კიდევ მესამე აზრი, რომელიც ფიქრობს, რომ მართლაც ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის გამარჯვება და შენარჩუნება, დამოკიდებულია იმაზე, რომ საქართველოში ტურბულენტობა და დესტაბილიზაცია აღარ იყოს. სამივე მიმართულებას ვუშვებ, მაგრამ აქ მთავარია სახელმწიფოს დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება, ციხეში ჩასმა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩასაფრებული არიან, საშუალების მიცემა, მუდმივად იძახონ, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. აქციას თავადვე გაუკეთეს მობილიზაცია და დააფინანსეს, არც მალავდნენ და დღეს ამბობენ, თურმე სინდისის, პოლიტიკური პატიმრები არიან. ქვეყანამ ამის საწინააღმდეგოდ უნდა იმოქმედოს, ჰუმანიტარული და პრაგმატული მოსაზრებით, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოუშვას გარეთ, იქნებ, ვინმე დაფიქრდეს საკუთარ ქვეყანაზე და კანონს თუ დაუპირისპირდებიან, კანონი დაუპირისპირდებათ. ფაქტია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, კონკრეტული ზარები იყო, იქ ბაჩანა ახალაია იყო ჩართული, თვითონ პაატა ბურჭულაძე ინსტრუქციებს იღებდა. ზოდელავაც მობილიზაციას აკეთებდა, თუმცა ის ძალა ვერ შეკრიბეს, რასაც თავად ეძახდნენ – მამაკაცური ძალა უნდა შევიკრიბოთო. ფაქტია ისიც, რომ რაღაც იარაღიც აღმოჩნდა, ასაფეთქებელი ნივთიერებებიც შემოჰქონდათ საქართველოში. ვერავინ ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობენ, ძალიან კარგსაც ვაკეთებდითო. დაჩემებული აქვთ, წამებას ადგილი არ ჰქონიაო და თუ ჰქონდა, სწორსაც ვაკეთებდითო. შავაძე მოღალატე იყო და უნდა დაეხვრიტათ, ტრასაზე უნდა გადმოეყვანათ და 60 ტყვია უნდა ესროლათო. ასეთი უტიფარი პოზიციაც არსებობს. საერთოდ მოწყალება, შეწყალება, დათმობა ის სტილია, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ მკაცრი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ინტერესებს კონკრეტული ადამიანი დაუპირისპირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ ადამიანებს ოპოზიციას ვეღარ ვეძახი. ზოგი ამბობს, ჩაყოლას ჩათრევა სჯობს და საპროცესო შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას აქებენ. ამბობენ, ბრძოლის ველზე გამოსასვლელად კარგია, ციხეში კი არ იჯდე, არამედ აღიარებდე, თუნდაც თაღლითურად იმ დანაშაულს. ზოგი ამბობს, რომ იქ უნდა იჯდე, ვიდრე ყველა, ვინც მათ გამო ზის ციხეში და იდეას შესწირეს თავისი ცხოვრების რაღაც პერიოდი, იქ არიან. არის კიდევ მესამე აზრი, რომელიც ფიქრობს, რომ მართლაც ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის გამარჯვება და შენარჩუნება, დამოკიდებულია იმაზე, რომ საქართველოში ტურბულენტობა და დესტაბილიზაცია აღარ იყოს. სამივე მიმართულებას ვუშვებ, მაგრამ აქ მთავარია სახელმწიფოს დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება, ციხეში ჩასმა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩასაფრებული არიან, საშუალების მიცემა, მუდმივად იძახონ, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. აქციას თავადვე გაუკეთეს მობილიზაცია და დააფინანსეს, არც მალავდნენ და დღეს ამბობენ, თურმე სინდისის, პოლიტიკური პატიმრები არიან. ქვეყანამ ამის საწინააღმდეგოდ უნდა იმოქმედოს, ჰუმანიტარული და პრაგმატული მოსაზრებით, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოუშვას გარეთ, იქნებ, ვინმე დაფიქრდეს საკუთარ ქვეყანაზე და კანონს თუ დაუპირისპირდებიან, კანონი დაუპირისპირდებათ. ფაქტია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, კონკრეტული ზარები იყო, იქ ბაჩანა ახალაია იყო ჩართული, თვითონ პაატა ბურჭულაძე ინსტრუქციებს იღებდა. ზოდელავაც მობილიზაციას აკეთებდა, თუმცა ის ძალა ვერ შეკრიბეს, რასაც თავად ეძახდნენ – მამაკაცური ძალა უნდა შევიკრიბოთო. ფაქტია ისიც, რომ რაღაც იარაღიც აღმოჩნდა, ასაფეთქებელი ნივთიერებებიც შემოჰქონდათ საქართველოში. ვერავინ ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობენ, ძალიან კარგსაც ვაკეთებდითო. დაჩემებული აქვთ, წამებას ადგილი არ ჰქონიაო და თუ ჰქონდა, სწორსაც ვაკეთებდითო. შავაძე მოღალატე იყო და უნდა დაეხვრიტათ, ტრასაზე უნდა გადმოეყვანათ და 60 ტყვია უნდა ესროლათო. ასეთი უტიფარი პოზიციაც არსებობს. საერთოდ მოწყალება, შეწყალება, დათმობა ის სტილია, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ მკაცრი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ინტერესებს კონკრეტული ადამიანი დაუპირისპირდება“
გია ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ ჩვენ და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ჭირსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები