ბადრი ჯაფარიძე - სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, ანტიკონსტიტუციურად
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიების აკრძალვის სარჩელის დაკმაყოფილებით რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ კონსტიტუციური ვალდებულება გახდება, ოკუპანტის კრიტიკა კი საბოტაჟად და ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, რუსული აგრესიის პროვოკაციად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარდგენისას განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი სამართლებრივი არგუმენტი რუსეთის ხელში.
„მინდა შევეხო ამ სარჩელის კიდევ ერთ, განსაკუთრებით სახიფათო ასპექტს - საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პარტიების აკრძალვის მოთხოვნის მიღმა, ამ სარჩელში არანაკლებ მძიმე საფრთხე იმალება - სარჩელში ვითარდება ლოგიკა, თითქოს 2008 წელს რუსეთის აგრესიისთვის ნიადაგი თავად საქართველომ შექმნა. ეს არის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა აგრესორიდან მსხვერპლზე! თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მსჯელობას გაიზიარებს, შეიძლება შეიქმნას სახიფათო, კაპიტულანტური პრეცედენტი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, რუსული აგრესიის პროვოკაციად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ევროატლანტიკური კურსი ჩაითვლება საფრთხედ, რუსეთის პროვოცირებად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად. ეს ძალიან სახიფათო თამაშია კონსტიტუციით!
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური არჩევანი და არა საკითხი, რომლის გადაწყვეტის უფლებაც კრემლს უნდა ეკუთვნოდეს. სწორედ ამიტომ მინდა, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაითავისოს თავისი პასუხისმგებლობა ამ მიმართებით, არ დააკმაყოფილოს სარჩელი, რომ ოდესმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ პრინციპს საფრთხე არ შეექმნას.
ამ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი სამართლებრივი არგუმენტი რუსეთის ხელში და საქართველოს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ აქვს უფლება, ასეთი საფრთხე შექმნას და მით უმეტეს საკონსტიტუციო დონეზე დააკანონოს!“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ციტატები სტატიიდან
„მინდა შევეხო ამ სარჩელის კიდევ ერთ, განსაკუთრებით სახიფათო ასპექტს - საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პარტიების აკრძალვის მოთხოვნის მიღმა, ამ სარჩელში არანაკლებ მძიმე საფრთხე იმალება - სარჩელში ვითარდება ლოგიკა, თითქოს 2008 წელს რუსეთის აგრესიისთვის ნიადაგი თავად საქართველომ შექმნა. ეს არის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა აგრესორიდან მსხვერპლზე! თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მსჯელობას გაიზიარებს, შეიძლება შეიქმნას სახიფათო, კაპიტულანტური პრეცედენტი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, რუსული აგრესიის პროვოკაციად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ევროატლანტიკური კურსი ჩაითვლება საფრთხედ, რუსეთის პროვოცირებად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად. ეს ძალიან სახიფათო თამაშია კონსტიტუციით! საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური არჩევანი და არა საკითხი, რომლის გადაწყვეტის უფლებაც კრემლს უნდა ეკუთვნოდეს. სწორედ ამიტომ მინდა, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაითავისოს თავისი პასუხისმგებლობა ამ მიმართებით, არ დააკმაყოფილოს სარჩელი, რომ ოდესმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ პრინციპს საფრთხე არ შეექმნას. ამ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი სამართლებრივი არგუმენტი რუსეთის ხელში და საქართველოს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ აქვს უფლება, ასეთი საფრთხე შექმნას და მით უმეტეს საკონსტიტუციო დონეზე დააკანონოს!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…