პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბადრი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოსთან - ჩვენ აქ ვართ, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დასაცავად, ჩვენი ხალხის სუვერენული უფლებების და კონსტიტუციის დასაცავად

საკონსტიტუციო სასამართლოლელოსაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა იწყება, რის ფონზეც სასამართლოსთან მისულმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იქ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ხალხის უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად იმყოფება.

ბადრი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოსთან - ჩვენ აქ ვართ, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დასაცავად, ჩვენი ხალხის სუვერენული უფლებების და კონსტიტუციის დასაცავად
ინტერპრესნიუსი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროცესს ესწრება ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

„ჩვენ აქ ვართ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დასაცავად, ჩვენი ხალხის სუვერენული უფლებების დასაცავად და ჩვენი კონსტიტუციის დასაცავად“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დღეს იწყება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“. საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიჩვენ აქ ვართ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად - ბადრი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები