ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრალდება წარედგინა 7 პირს, რომლებიც ქალების სახელით სოციალურ ქსელში ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ, შეხვედრაზე მისულებს კი თავს ესხმოდნენ და მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს ეუფლებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურის ცნობით, ბრალდება წარედგინა 7 პირს, რომლებიც ქალების ყალბი პროფილებით გაცნობილ მამაკაცებს თავს ესხმოდნენ, ძარცვავდნენ და ძალადობის ვიდეოებს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ. მათ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდება წარედგინა 7 პირს, რომლებიც ქალების სახელით სოციალურ ქსელში ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ, შეხვედრაზე მისულებს კი თავს ესხმოდნენ და მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს ეუფლებოდნენ
ბრალდება წარედგინა 7 პირს, რომლებიც ქალების სახელით სოციალურ ქსელში ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ, შეხვედრაზე მისულებს კი თავს ესხმოდნენ და მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს ეუფლებოდნენინტერპრესნიუსი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ორგანიზებას უწევდნენ, ხელმძღვანელობდნენ და მონაწილეობდნენ ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფურ მოქმედებებში. დაჯგუფების წევრებს შემუშავებული ჰქონდათ მოქალაქეთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და მათგან მატერიალური სარგებლის მიღების გეგმა. მათ მიერ შემუშავებული სქემის თანახმად, დაჯგუფების წევრები სოციალური ქსელების ,,ტინდერისა“ და ,,ფეისბუქის” ყალბი პროფილების გამოყენებით, სხვადასხვა ქალის სახელით, უკავშირდებოდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს და გაცნობის მიზნით შეხვედრებს უთქვამდნენ. ადგილზე მისულ პირებს კი, სასტიკად უსწორდებოდნენ. სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იარაღის დემონსტრირებით ართმევდნენ ფულს და პირად ნივთებს.

მათივე ცნობით, დაზარალებულთა ცემასა და შეურაცხყოფას იღებდნენ ვიდეო-კამერით, რასაც შემდგომ ტვირთავდნენ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე. დაჯგუფების წევრები ძალადობრივი ჩანაწერების დემონსტრირებით მოქალაქეებს მათ მიერ შექმნილი ძალადობრივი არხების განსავითარებლად თანხის ჩარიცხვას სთხოვდნენ.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით; 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და 181 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვა და გამოძალვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“- წერია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დაჯგუფების წევრები სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და წინასწარ შერჩეულ ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, შემდეგ კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ - შსს-მ 7 პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები