მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეს დაესწრო და განაცხადა, რომ სახელმწიფოს ვალია მტკიცედ დაუდგეს მხარში მეცნიერებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული მეცნიერების მნიშვნელობასა და ქვეყნის ინტელექტუალურ პოტენციალზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ 85-წლიანი ისტორია საქართველოს ინტელექტუალური მემკვიდრეობისა და პროგრესისკენ სწრაფვის სიმბოლოა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მეცნიერება არა მხოლოდ სამყაროს შეცნობის შესაძლებლობას იძლევა, არამედ უშუალოდ განსაზღვრავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, ტექნოლოგიურ პროგრესსა და საზოგადოების განვითარების პერსპექტივებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო მასშტაბის ინტელექტუალური მიზიდულობის ცენტრად და სამეცნიერო თანამშრომლობის გზით გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კრიზისების დაძლევის საქმეში დადებითი წვლილი შეიტანოს. პრეზიდენტის თქმით, ამ მიზნის მიღწევა უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს მდგრად განვითარებასა და მშვიდობიან მომავალს.
„დღეს ჩვენი, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ყოველთვის იდგა ურთულესი დაბრკოლებების წინაშე და სწორედ გონივრული პოლიტიკით, თავდაუზოგავი შრომით აღწევდა ისტორიულ გამარჯვებებს
მიხეილ ყაველაშვილი: პატივცემულო მეცნიერებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს - 85 წელი დიდი და საამაყო ისტორიაა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოიარა რთული გზა, გამოზარდა თაობები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას
დღეს, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო - მიხეილ ყაველაშვილი
ციტატები სტატიიდან
„დღეს ჩვენი, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…