ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ლაურეატ პედაგოგებს ეროვნული პრემიის მიღება მიულოცა

მიხეილ ყაველაშვილმა ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მასწავლებლის ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო გარემო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ლაურეატ პედაგოგებს ეროვნული პრემიის მიღება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ლაურეატ პედაგოგებს ეროვნული პრემიის მიღება მიულოცაიმედინიუსი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ლაურეატ პედაგოგებს ეროვნული პრემიის მიღება მიულოცა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პრეზიდენტმა მასწავლებლის როლზე, განათლების მნიშვნელობასა და მომავალი თაობების აღზრდის პროცესში პედაგოგის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ მასწავლებლის ეროვნული დღის ქუთაისში აღნიშვნას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ქალაქი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს საგანმანათლებლო და სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ამასთანავე, 27 ოქტომბერი დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება.

„მასწავლებელი არის ის ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო ყველაზე ძვირფასს - ქვეყნის მომავალს ვანდობთ. სწორედ ამიტომ მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ღირსეული სამუშაო გარემო, სამართლიანი ანაზღაურება და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის არა უბრალოდ სოციალური პოლიტიკა, არამედ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული განვითარების აუცილებელი წინაპირობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეეხო თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს გამოწვევებს, მათ შორის ტექნოლოგიურ პროგრესს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და ინფორმაციის მზარდ ნაკადებს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ პირობებში მასწავლებლის ამოცანა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ არის - მნიშვნელოვანია ახალგაზრდების უნარის განვითარება, გააანალიზონ მიღებული ინფორმაცია, შეაფასონ მისი სანდოობა და გამოიყენონ ცოდნა გონივრულად და პასუხისმგებლობით.

საქართველოს პრეზიდენტმა მასწავლებლის ეროვნული დღე თითოეულ პედაგოგს მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრეზიდენტი: მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ღირსეული სამუშაო გარემო, სამართლიანი ანაზღაურება და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული განვითარების აუცილებელი წინაპირობა
  2. იმედინიუსისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. სიმბოლურია, რომ ეს საზეიმო დაჯილდოება სწორედ ქუთაისში აღინიშნება, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საგანმანათლებლო და სასულიერო კერას
  3. POSTVსამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. სიმბოლურია, რომ ეს საზეიმო დაჯილდოება სწორედ ქუთაისში აღინიშნება, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საგანმანათლებლო და სასულიერო კერას“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მასწავლებელი არის ის ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო ყველაზე ძვირფასს - ქვეყნის მომავალს ვანდობთ. სწორედ ამიტომ მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ღირსეული სამუშაო გარემო, სამართლიანი ანაზღაურება და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის არა უბრალოდ სოციალური პოლიტიკა, არამედ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული განვითარების აუცილებელი წინაპირობა“
მიხეილ ყაველაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემია, რომელიც გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები