ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღეს, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო - მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეზე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია მეცნიერების მხარდაჭერა და თაობათა ჯაჭვის შენარჩუნება, რათა საქართველო საერთაშორისო ინტელექტუალური მიზიდულობის ცენტრად იქცეს.

დღეს, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო - მიხეილ ყაველაშვილი
დღეს, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო - მიხეილ ყაველაშვილირუსთავი 2

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აკადემიასა და ქართველ მეცნიერებს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა.

პრეზიდენტის განცხადებით, მეცნიერება სამყაროს შეცნობისა და ყოფიერების უკეთესობისკენ გარდაქმნის რეალური შესაძლებლობაა, რომელიც ტექნოლოგიური პროგრესითა და ცოდნის გაფართოებით უშუალოდ ქმნის ყოველდღიურ რეალობას.

"პატივცემულო მეცნიერებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების ოთხმოცდამეხუთე წლისთავს. ეს იუბილე ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური მემკვიდრეობის, მისი გონებრივი პოტენციალისა და პროგრესისკენ სწრაფვის სიმბოლოა.

მეცნიერება თავისი არსით არის ადამიანის მიერ იმ ღვთიური კანონზომიერებების ამოკითხვისა და წვდომის მცდელობა, რომლებიც სამყაროს უდევს საფუძვლად. შესაბამისად, ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა ადამიანს კიდევ უფრო აახლოებს შემოქმედთან.

მეცნიერების განვითარებამ ფუნდამენტური როლი შეასრულა კაცობრიობის ევოლუციაში, რადგან ნათლად დაგვანახა, რომ სამყაროს შეცნობა და ჩვენი ყოფიერების უკეთესობისკენ გარდაქმნა ადამიანის ხელთ არსებული, რეალური შესაძლებლობაა.

მეცნიერება არ არის მხოლოდ აკადემიურ წრეებსა თუ ლაბორატორიებში მიმდინარე დახურული პროცესი - ის უშუალოდ ქმნის იმ რეალობას, რომელშიც ყოველდღიურად ვარსებობთ. მეცნიერება ერთდროულად ორი ფუნდამენტური მიმართულებით ცვლის ჩვენს სამყაროს: ერთი მხრივ, ტექნოლოგიური პროგრესის სახით, ის უწყვეტად გარდაქმნის და აუმჯობესებს ჩვენს ყოფით გარემოს, ხოლო მეორე მხრივ - მუდმივად ავსებს და აფართოებს ადამიანთა წარმოდგენას სამყაროზე.

მცირე ერებში სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია სპეციფიკურ, ხშირად რთულ გამოწვევებთან. ეს შეიძლება იყოს შეზღუდული ფინანსური რესურსები, მასშტაბური კვლევითი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და ე.წ. "ტვინების გადინების" მუდმივი საფრთხე. შესაბამისად, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მეცნიერებაში წარმატების მიღწევა ნიშნავს უწყვეტ ბრძოლას გლობალურ, უთანასწორო კონკურენციაში.

ჩვენი წარსული გამოცდილება გვასწავლის, რომ საქართველო ყოველთვის იდგა ურთულესი დაბრკოლებების წინაშე და სწორედ გონივრული პოლიტიკითა და თავდაუზოგავი შრომით აღწევდა ისტორიულ გამარჯვებებს. დღესაც, ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ თუ ერის ინტელექტუალური ვექტორი და სახელმწიფოს ხედვა ერთიანი ეროვნული მიზნისკენ მიიმართება, ჩვენ თანამედროვეობის ურთულეს გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ.

დღევანდელი გლობალური კრიზისები, თავისი არსით, გარკვეულწილად მეცნიერებასა და პროცესების სიღრმისეულ გააზრებასაც ეხება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახელმწიფოები არ ფლობენ დიდ მატერიალურ რესურსს, ჩვენი სურვილია აქტიური და პოზიტიური როლი ვითამაშოთ გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კრიზისების დაძლევის საქმეში. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი უმთავრესი გზაა, საქართველო იქცეს საერთაშორისო მასშტაბის ინტელექტუალური მიზიდულობის ცენტრად - სივრცედ, სადაც სამეცნიერო პროცესი ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრის გზებს შესთავაზებს. ეს კი პირდაპირ უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოს მდგრად განვითარებასა და მშვიდობიან მომავალს.

85 წელი დიდი და საამაყო ისტორიაა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოიარა რთული გზა, გამოზარდა თაობები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას. დღეს ჩვენი, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ იუბილეს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!" - განაცხადა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ყოველთვის იდგა ურთულესი დაბრკოლებების წინაშე და სწორედ გონივრული პოლიტიკით, თავდაუზოგავი შრომით აღწევდა ისტორიულ გამარჯვებებს
  2. იმედინიუსისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: პატივცემულო მეცნიერებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს - 85 წელი დიდი და საამაყო ისტორიაა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოიარა რთული გზა, გამოზარდა თაობები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას
  3. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მუდმივი საფრთხე. შესაბამისად, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მეცნიერებაში წარმატების მიღწევა ნიშნავს უწყვეტ ბრძოლას გლობალურ, უთანასწორო კონკურენციაში. ჩვენი წარსული გამოცდილება გვასწავლის, რომ საქართველო ყოველთვის იდგა ურთულესი დაბრკოლებების წინაშე და სწორედ გონივრული პოლიტიკითა და თავდაუზოგავი შრომით აღწევდა ისტორიულ გამარჯვებებს. დღესაც, ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ თუ ერის ინტელექტუალური ვექტორი და სახელმწიფოს ხედვა ერთიანი ეროვნული მიზნისკენ მიიმართება, ჩვენ თანამედროვეობის ურთულეს გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ. დღევანდელი გლობალური კრიზისები, თავისი არსით, გარკვეულწილად მეცნიერებასა და პროცესების სიღრმისეულ გააზრებასაც ეხება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახელმწიფოები არ ფლობენ დიდ მატერიალურ რესურსს, ჩვენი სურვილია აქტიური და პოზიტიური როლი ვითამაშოთ გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კრიზისების დაძლევის საქმეში. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი უმთავრესი გზაა, საქართველო იქცეს საერთაშორისო მასშტაბის ინტელექტუალური მიზიდულობის ცენტრად - სივრცედ, სადაც სამეცნიერო პროცესი ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრის გზებს შესთავაზებს. ეს კი პირდაპირ უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოს მდგრად განვითარებასა და მშვიდობიან მომავალს. 85 წელი დიდი და საამაყო ისტორიაა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოიარა რთული გზა, გამოზარდა თაობები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას. დღეს ჩვენი, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ იუბილეს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“
მიხეილ ყაველაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერ-მინისტრმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები