24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია, რაც კანონის დარღვევაა – TI-საქართველო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, 24 მოქმედი თანამდებობის პირი კანონის დარღვევით პარალელურად 30 კომპანიის დირექტორის პოსტს იკავებს. ორგანიზაციის მონაცემებით, მათ შორის არიან მარტვილის მერი, მინისტრისა და გამგებლის მოადგილეები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, გამოავლინეს 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, პარალელურად 30 კომპანიაში იკავებს დირექტორის პოზიციას.
ორგანიზაცია ამბობს, რომ თანამდებობის პირებს შორის არიან:
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია;
აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე თემურ გასვიანი;
ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე მერაბ ბექაია;
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი.
ორგანიზაციის განცხადებით, მოქმედი ანტიკორუფციული კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სამსახური (მათ შორის თანამდებობაზე ყოფნა) და სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობა ერთმანეთთან შეუთავსებელი საქმიანობებია.
„შეზღუდვის მიზანი კორუფციული დანაშაულის პრევენციაა, რადგან სწორედ საჯარო და კერძო სექტორებს შორის არსებული არაჯანსაღი ურთიერთობა წარმოშობს კორუფციის, განსაკუთრებით კი ელიტური კორუფციის რისკებს“, – წერია განცხადებაში.
კანონი ახალ თანამდებობის პირს აძლევს 10 დღიან ვადას, რათა მან დათმოს სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მან უნდა დატოვოს საჯარო სამსახური.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ამბობს, რომ 24 მოქმედ თანამდებობის პირს დღემდე არ შეუსრულებია კანონის ეს მკაფიო მოთხოვნა.
თანამდებობის პირების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„შეზღუდვის მიზანი კორუფციული დანაშაულის პრევენციაა, რადგან სწორედ საჯარო და კერძო სექტორებს შორის არსებული არაჯანსაღი ურთიერთობა წარმოშობს კორუფციის, განსაკუთრებით კი ელიტური კორუფციის რისკებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…