ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ფავლენიშვილი - ოთარ ფარცხალაძის და მამუკა ფიფიას გააქტიურება ემსახურება იმის დამტკიცებას, რომ საქართველოს სათავეში ყოფნას ისინი იმსახურებენ და არა ივანიშვილი - რუსეთმა შეიძლება ახალი კანდიდატურები ამჯობინოს ივანიშვილს

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძისა და მამუკა ფიფიას გააქტიურება რუსეთისთვის იმის დამტკიცებას ემსახურება, რომ ქვეყნის მართვას ისინი იმსახურებენ და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საფრთხე რუსეთიდანაც ემუქრება.

ირაკლი ფავლენიშვილი - ოთარ ფარცხალაძის და მამუკა ფიფიას გააქტიურება ემსახურება იმის დამტკიცებას, რომ საქართველოს სათავეში ყოფნას ისინი იმსახურებენ და არა ივანიშვილი - რუსეთმა შეიძლება ახალი კანდიდატურები ამჯობინოს ივანიშვილს
ირაკლი ფავლენიშვილი - ოთარ ფარცხალაძის და მამუკა ფიფიას გააქტიურება ემსახურება იმის დამტკიცებას, რომ საქართველოს სათავეში ყოფნას ისინი იმსახურებენ და არა ივანიშვილი - რუსეთმა შეიძლება ახალი კანდიდატურები ამჯობინოს ივანიშვილსინტერპრესნიუსი

რუსეთს ჰყავს ისეთი კანდიდატურები, რომელიც შეიძლება ამჯობინოს ივანიშვილს - ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის და მამუკა ფიფიას გააქტიურება უკავშირდება რუსეთის კარზე იმის დამტკიცებას, რომ ისინი იმსახურებენ ქვეყნის მართვას და არა ივანიშვილი, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნეს.

როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, „რუსეთი ასეთი აქტორია - მას არ აქვს ვინმეზე დაწერილი ჯვარი, თუ იფიქრებს, რომ ვინმე ეფექტურად შეასრულებს მის ბრძანებებს და აღარ ჭირდება კონკრეტული აქტორი, რომელსაც წყალი აქვს შეყენებული, შესაძლოა, შეცვალოს მძიმე პოლიტიკური აქტორით“.

„მათი გააქტიურების მიზანი მარტივია - რუსეთი ცდილობს, ბოლო გაბრძოლებას მთელ რეგიონში, თავისი იმპერიული ამბიციების აღსრულებისთვის გადამწყვეტ გაბრძოლებას აპირებს. ივანიშვილს სინამდვილეში საფრთხე ემუქრება რუსეთის მხრიდანაც. რუსეთს ჰყავს ისეთი კანდიდატურები, რომელიც შეიძლება ამჯობინოს ივანიშვილს. რუსეთი ასეთი აქტორია - მას არ აქვს ვინმეზე დაწერილი ჯვარი, თუ იფიქრებს რომ ვინმე ეფექტურად შეასრულებს მის ბრძანებებს და აღარ ჭირდება კონკრეტული აქტორი, რომელსაც წყალი აქვს შეყენებული, შესაძლოა შეცვალოს მძიმე პოლიტიკური აქტორით.

მათი გააქტიურება უკავშირდება რუსეთის კარზე იმის დამტკიცებას, რომ ისინი იმსახურებენ ქვეყნის მართვას და არა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, მათი გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლებაზე მიმდინარეობს მათ შორის ზეწოლა სხვადასხვა ინსტრუქციების ბოლომდე აღსრულების მხრივ. ემბარგო რომ დაუწესეს გარკვეულ პროდუქციაზე, ელექტროენერგია რომ გაუგებარი მიზეზით გამოირთო... საბოლოო ჯამში, იკვრება წრე, სადაც ივანიშვილი არის ორ ცეცხლს შუა. რუსეთის მხრიდან იღებს ინსტრუქციებს, რომლის აღსრულებაც რთულია საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ანტისაოკუპაციო განწყობების მქონე“, - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ამასთან, ის გამოეხმაურა გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა „ქართული ოცნება“ ახალ „გეორგიევსკის ტრაქტატს“ ამზადებდეს. ფავლენიშვილის თქმით, ავითარებენ ნარატივს, თითქოს, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში ვიყავით მტრულ გარემოცვაში, ახლაც ვართ, ოღონდ დასავლეთის მხრიდან, ამ ნარატივის ბოლოში კი იქნება „გეორგიევსკის ტრაქტატის“ გამართლება 21-ე საუკუნეზე გათვლილი მესიჯით: „რა ვქნათ, მტრული გარემოცვაა და რუსეთთან უნდა დავლაგდეთ“.

“აშკარად მზადდება [ახალი „გეორგიევსკის ტრაქტატი“]. ტყუილად არ საუბრობს ეს ხალხი, რომ „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ გადაარჩინა თურმე მტრულ გარემოცვაში მყოფი საქართველო. ახლა ავითარებენ ნარატივს, თითქოს, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში ვიყავით მტრულ გარემოცვაში, ახლაც ვართ, ოღონდ დასავლეთის მხრიდან. ამ ნარატივს ავითარებენ და ბოლოში არის „გეორგიევსკის ტრაქტატის“ გამართლება 21-ე საუკუნეზე გათვლილი მესიჯით: „რა ვქნათ, მტრული გარემოცვაა და რუსეთთან უნდა დავლაგდეთ“. ეს დალაგება ნიშნავს, რომ რუსეთი იძახის: „აფხაზეთი შენი ვერ იქნება, უნდა აღიარო და შეეგუო, შენი ვერ იქნება ცხინვალის რეგიონიც. სავაჭრო ურთიერთობები რაღაც დონის გვექნება. ჩემი ქვეშევრდომი იქნები“. შეიძლება ამ ყველაფერს ხელშეკრულების ფორმა მისცენ მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ყველაფერი გადატეხილი იქნება“,- აღნიშნა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ პარტიების აკრძალვის პროცესს, მან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა“.

ფავლენიშვილის თქმით, კონსტიტუციური წყობილების დამხობა რუსეთიდან ფინანსდება, „რაც შეეხება დემონსტრანტებს, ყველაზე მშვიდობიანი დემონსტრანტი თუ სადმე არსებობს მსოფლიოში, შეიძლება პირველი ვიყოთ“. მისი თქმით, „ზოგი პრეტენზიითაც კი არის, რატომ ვართ ასეთი მშვიდობიანები, როდესაც ქვეყანას ამხელა საფრთხე ემურება“.

„კონსტიტუციური წყობილების დამხობა რუსეთიდან ფინანსდება. ივანიშვილია ამ ფულის გამტარი. ამ სქემით შეცვალეს კონსტიტუციის 78-2 მუხლი, დაამხეს კონსტიტუცია და ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა აქციეს ყოველდღიურ მოქმედების წესად. ეს ადამიანები, ხალხზე საუბრობენ, რომლებიც პოლიტიკურ პროტესტში არიან ჩართულები. არასდროს ყოფილა ეს პროტესტი ძალადობრივი. ევროპასა და აზიაში შეგვიძლია ვადევნოთ თვალი უამრავ მწვავე პროტესტს, ახლოსაც ვერ მიდის ქართველი დემონსტრანტების ქცევა. ყველაზე მშვიდობიანი დემონსტრანტი თუ სადმე არსებობს მსოფლიოში, შეიძლება პირველი ჩვენ ვიყოთ. ზოგისთვის, კითხვის ნიშანს ბადებს ის, რომ ამხელა ეგზისტენციალური საფრთხე რომ ემუქრება ქვეყანას, კიდევ როგორ ინარჩუნებთ ასეთ სიმშვიდესო? ზოგი პრეტენზიითაც კი არის: რატომ ხართ ასეთი მშვიდობიანი, როდესაც ამხელა ქვეყანას ამხელა საფრთხე ემურება. ვინც გასულა აქციაზე, წესიერი, პატიოსანი მოქალაქეები უნახავს. არცერთი არღვევს კანონს, დგანან. როდესაც ადამიანები გამოდიან, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან, ხან თავსაც იცავენ“,- აღნიშნა ფავლენიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთი ასეთი აქტორია - მას არ აქვს ვინმეზე დაწერილი ჯვარი, თუ იფიქრებს, რომ ვინმე ეფექტურად შეასრულებს მის ბრძანებებს და აღარ ჭირდება კონკრეტული აქტორი, რომელსაც წყალი აქვს შეყენებული, შესაძლოა, შეცვალოს მძიმე პოლიტიკური აქტორით“
ირაკლი ფავლენიშვილი
„კონსტიტუციური წყობილების დამხობა რუსეთიდან ფინანსდება. ივანიშვილია ამ ფულის გამტარი. ამ სქემით შეცვალეს კონსტიტუციის 78-2 მუხლი, დაამხეს კონსტიტუცია და ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა აქციეს ყოველდღიურ მოქმედების წესად. ეს ადამიანები, ხალხზე საუბრობენ, რომლებიც პოლიტიკურ პროტესტში არიან ჩართულები. არასდროს ყოფილა ეს პროტესტი ძალადობრივი. ევროპასა და აზიაში შეგვიძლია ვადევნოთ თვალი უამრავ მწვავე პროტესტს, ახლოსაც ვერ მიდის ქართველი დემონსტრანტების ქცევა. ყველაზე მშვიდობიანი დემონსტრანტი თუ სადმე არსებობს მსოფლიოში, შეიძლება პირველი ჩვენ ვიყოთ. ზოგისთვის, კითხვის ნიშანს ბადებს ის, რომ ამხელა ეგზისტენციალური საფრთხე რომ ემუქრება ქვეყანას, კიდევ როგორ ინარჩუნებთ ასეთ სიმშვიდესო? ზოგი პრეტენზიითაც კი არის: რატომ ხართ ასეთი მშვიდობიანი, როდესაც ამხელა ქვეყანას ამხელა საფრთხე ემურება. ვინც გასულა აქციაზე, წესიერი, პატიოსანი მოქალაქეები უნახავს. არცერთი არღვევს კანონს, დგანან. როდესაც ადამიანები გამოდიან, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან, ხან თავსაც იცავენ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები