რატი იონათამიშვილი – საქართველო უცხო ძალების აგენტების პოლიტიკაში ყოფნას არ იმსახურებს
რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველო უცხო ძალების აგენტების პოლიტიკაში ყოფნას არ იმსახურებს, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესი უკავშირდება.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ რადიკალური ჯგუფები არც პოლიტიკოსები არიან და არც პოლიტიკური პარტიები, ისინი არიან აგენტურული ჯგუფები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აგენტურული ჯგუფები არ იყვნენ პოლიტიკაში, რადგან სახელმწიფოს დემოკრატია და სუვერენიტეტი ძლიერდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, სწორედ ამას ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რომლის მანდატი „ქართულ ოცნებას“ მიანიჭა მოსახლეობამ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერით.
„ყველამ კარგად იცის, ეს ე.წ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მართლაც აგენტურული ჯგუფები არიან. ისინი ბოლომდე განადგურებული არიან და არანაირი ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვთ, მაგრამ საქართველო უცხო ძალების აგენტების პოლიტიკაში ყოფნას არ იმსახურებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
ციტატები სტატიიდან
„ყველამ კარგად იცის, ეს ე.წ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მართლაც აგენტურული ჯგუფები არიან. ისინი ბოლომდე განადგურებული არიან და არანაირი ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვთ, მაგრამ საქართველო უცხო ძალების აგენტების პოლიტიკაში ყოფნას არ იმსახურებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…