პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა იწყება - 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგია პირველ სხდომას გამართავს
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა იწყება. „ქართული ოცნების“ დეპუტატ რატი იონათამიშვილის მტკიცებით, სარჩელი ქართულ პოლიტიკაში „უცხო ძალების აგენტურის“ საქმიანობის აღკვეთას ისახავს მიზნად.

პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა იწყება. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგია პირველ სხდომას რამდენიმე საათში გამართავს.
მმართველი გუნდის 88 დეპუტატის სარჩელს 4 კანონმდებელი - არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ, მოპასუხე მხარე კი "ნაციონალური მოძრაობა" და კიდევ 4 პარტიაა, რომელსაც ხელისუფლება სააკაშვილის პარტიის სატელიტებს უწოდებს.
აღმოჩნდება თუ არა კანონს მიღმა ერთდროულად 5 პოლიტიკური სუბიექტი? "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბათუმში საკმარისი მტკიცებულებებით ჩადიან. სხდომები სამი დღე გაგრძელდება და მისი ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მოხდება.
"საქართველო იმსახურებს, რომ უცხო ძალების აგენტურა არ იყოს ქართულ პოლიტიკაში. ეს საკონსტიტუციო სარჩელი სწორედ ამას ეხება. რაც უფრო დამარცხებული იქნება უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მტკიცე და ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„საქართველო იმსახურებს, რომ უცხო ძალების აგენტურა არ იყოს ქართულ პოლიტიკაში. ეს საკონსტიტუციო სარჩელი სწორედ ამას ეხება. რაც უფრო დამარცხებული იქნება უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მტკიცე და ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.