ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკატერინე გალდავამ "თბილისის ფინანსურ სამიტზე" ქვეყნებს შორის გადახდების განვითარების, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკიეკონომიკის სამინისტრო

„თბილისის ფინანსურ სამიტზე“ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარებასა და სტაბილკოინების პოტენციალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი ღიაა ინოვაციებისადმი და საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე მუშაობს.

ეკატერინე გალდავამ "თბილისის ფინანსურ სამიტზე" ქვეყნებს შორის გადახდების განვითარების, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა
ეკატერინე გალდავამ "თბილისის ფინანსურ სამიტზე" ქვეყნებს შორის გადახდების განვითარების, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრარუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ "თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში პანელურ დისკუსიაში - "რეგიონული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება" მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.

პანელის მონაწილეებმა, რომლებსაც ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

საუბარი ასევე შეეხო როგორც ტრადიციულ საგადახდო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისების, ისე სტაბილკოინების გამოყენების პოტენციალს საერთაშორისო გადახდებში, ასევე მათთან დაკავშირებულ მარეგულირებელ გამოწვევებს.

ეკატერინე გალდავამ მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის, ხედვა და გამოცდილება გაუზიარა, მათ შორის, საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების, ინოვაციების ხელშეწყობისა და შესაბამისი რისკების მართვის მიმართულებით.

"ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, არამედ საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთთავსებადობა, საერთო სტანდარტების არსებობა და მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს როგორც არსებული საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, ისე ახალი სისტემებისა და სერვისების დანერგვაზე. ამასთან, ჩვენ ღია ვართ ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ, ვსწავლობთ მათ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და ვცდილობთ, ისეთი მარეგულირებელი გარემო შევქმნათ, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას და ამავდროულად უზრუნველყოფს შესაბამისი რისკების ეფექტიან მართვას", - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

პანელურ დისკუსიაში ეკატერინე გალდავასთან ერთად მონაწილეობდნენ SWIFT-ის, UnionPay International-ისა და ინდოეთის ეროვნული გადახდების კორპორაციის (NPCI) წარმომადგენლები. დისკუსიას ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენეკ ტუმა უძღვებოდა.

"თბილისის ფინანსური სამიტი" საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Global Finance & Technology Network-ის (GFTN) თანამშრომლობით გაიმართა და ფინანსური ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოეკატერინე გალდავამ „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ ქვეყნებს შორის გადახდების განვითარების, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, არამედ საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთთავსებადობა, საერთო სტანდარტების არსებობა და მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს როგორც არსებული საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, ისე ახალი სისტემებისა და სერვისების დანერგვაზე. ამასთან, ჩვენ ღია ვართ ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ, ვსწავლობთ მათ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და ვცდილობთ, ისეთი მარეგულირებელი გარემო შევქმნათ, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას და ამავდროულად უზრუნველყოფს შესაბამისი რისკების ეფექტიან მართვას“
ეკატერინე გალდავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს, საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის - ნათია თურნავა​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები