შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი, ივანე მჭედლიშვილი წარუდგინა. მჭედლიშვილი ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციას ხელმძღვანელობდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი ივანე მჭედლიშვილი წარუდგინა.
ივანე მჭედლიშვილი ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ივანე მჭედლიშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…