ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის" მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა

კულტურის სამინისტრო

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ მე-11 ცერემონიაზე ლევილის მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის უნიკალურ სივრცესა და ქართული კულტურის ელჩს ევროპაში.

"ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის" მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა
"ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის" მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცარუსთავი 2

"ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის" მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა.

"ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების" ორგანიზატორთა ინიციატივით, კონკურსისგან დამოუკიდებლად, ლევილის მამულმა სპეციალური ჯილდო - ისტორიული მემკვიდრეობის უნიკალური სივრცე და ქართული კულტურისა და სტუმარმასპინძლობის ელჩი ევროპაში - მიიღო. კონკურსში 190 ნომინანტი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 35 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ღონისძიებას ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელი თამარ კვარაცხელია და სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს" დირექტორი სალომე ხურცილავა ესწრებოდნენ.

თამარ კვარაცხელიამ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ლევილის მამული ის უნიკალური სივრცეა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაცნობის შესაძლებლობას საქართველოს საზღვრებს გარეთ, ევროპის შუაგულში ქმნის. თამარ კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა "ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას". მისი თქმით, ეს ჯილდო ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობის საფუძველი გახდება.

ღონისძიების მხარდამჭერებს შორის იყვნენ კულტურის სამინისტრო და სსიპ "შემოქმედებითი საქართველო".

დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი სტუმარმასპინძლობის მიღწევების აღიარება, ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და ინდუსტრიაში პროფესიონალიზმის გაძლიერებაა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები