მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა, რომლის საცხოვრებელი სახლიდანაც „მეთადონი“ ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში დააკავეს.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველების მიერ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება - "მეთადონი".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…