ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას და მიმდინარე კვლევების პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევებს გაეცნო და განაცხადა, რომ ეკოსისტემის დაცვის მიზნით სამეცნიერო ინსტიტუტის მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტია.

ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას და მიმდინარე კვლევების პროცესს გაეცნო
ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას და მიმდინარე კვლევების პროცესს გაეცნორუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას და მიმდინარე კვლევების პროცესს გაეცნო.

ინსტიტუტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს და სპეციალისტები ენდემური მცენარეული სახეობების სიღრმისეულ შესწავლას ბიომრავალფეროვნების სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მათ შორის - ციტრუსოვანთა სახეობების, ახალი ნარგავების გამოყვანაზე,ასევე- ხორბლის გამძლე ჯიშების აღიარებაზე მუშაობენ და კოლხეთის ტორფნარების კვლევასაც უწყობენ ხელს.

აღნიშნული საქმიანობით კვლევით ინსტიტუტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკოსისტემის გამოწვევების დონზე საპრევენციო სამუშაოების წარმოების პროცესში. მიმდინარეობს სამეცნიერო დაწესებულების ინფრასტრუქტურის განახლებაც, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში დასრულდება სათბურის მშენებლობაც.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და ეკოსისტემის დაცვის მიზნით, წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტის მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტია, რაც სამეცნიერო კვლევების გაღრმავების, მეცნიერებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ღონისძიებებში აისახება და მეცნიერებს კვლევის შედეგების წარდგენის, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას გაეცნო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე: „მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები