Reuters - ირანი ომის დასრულების შესახებ გადაცემულ ახალ წინადადებას მიუღებლად მიიჩნევს
Reuters-ის ცნობით, ირანი აშშ-თან ომის დასრულების შესახებ კატარელი შუამავლების მიერ გადაცემულ ახალ წინადადებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა თეირანი პროექტს განიხილავს და პასუხს კვირის ბოლომდე გასცემს.

ირანი ომის დასრულების შესახებ გადაცემულ ახალ წინადადებას მიუღებლად მიიჩნევს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კატარელმა შუამავლებმა ირანს ახალი წინადადება გადასცეს, რომლის მიზანს აშშ-თან ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს.
ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, კატარის მიერ გადაცემული წინადადება მიუღებელ იდეებს შეიცავს.
ასევე, კიდევ ერთი ოფიციალური პირის ცნობით, ირანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტს განიხილავს და კატარს პასუხს კვირის ბოლომდე გადასცემს.
როგორც გამოცემა წერს, კატარის მიერ წარდგენილი წინადადება შვიდდღიან ვადაში მხარეების მიერ ნდობის აღდგენის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებას ითვალისწინებს. წყაროების თქმით, შესაძლოა, შეთანხმება ძალაში მომავალი კვირის დასაწყისიდან შევიდეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…