ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თეთრ სახლს ჯერ არ გადაუწყვეტია, ჩაერიოს თუ არა ისრაელში მმართველი კოალიციის ფორმირების პროცესში - Times of Israel

აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ გადაუწყვეტია, ჩაერიოს თუ არა ისრაელში კოალიციის ფორმირებაში. წინასწარი მონაცემებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობისთვის საჭირო 61 მანდატი ჯერ არ მოუპოვებია.

თეთრ სახლს ჯერ არ გადაუწყვეტია, ჩაერიოს თუ არა ისრაელში მმართველი კოალიციის ფორმირების პროცესში - Times of Israel
თეთრ სახლს ჯერ არ გადაუწყვეტია, ჩაერიოს თუ არა ისრაელში მმართველი კოალიციის ფორმირების პროცესში - Times of Israelრუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ჩაერიოს თუ არა ისრაელში არჩევნების შემდეგ მმართველი კოალიციის ფორმირების პროცესში - განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა The Times of Israel-ს და დასძინა, რომ ცნობები იმის შესახებ, თუ რომელ კონკრეტულ შემადგენლობას ანიჭებს უპირატესობას ვაშინგტონი, მცდარი და ნაადრევია.

ოფიციალური პირის განცხადებით, არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ სრულად არ არის ცნობილი და ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება ნაადრევია.

ცნობისთვის, ისრაელის საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის კონკურენტს, გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს გადი აიზენკოტს უსწრებს, თუმცა მან პარლამენტში ადგილების უმრავლესობა ჯერ ვერ მოიპოვა, რასაც 61 მანდატი სჭირდება.

ხმების 85%-ის დათვლის შემდეგ, ნეთანიაჰუს "ლიკუდის" პარტიას და მის მოკავშირეებს - ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსულ ებრაულ პარტიებს - 120 ადგილიან ქნესეთში 53 მანდატი აქვთ. აიზენკოტის "იაშარის" პარტიას, მის ბლოკში შემავალ სამ სხვა ებრაულ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, 48 ადგილის აქვს.

ვინაიდან ჯერ კიდევ 430 000-დან 480 000-მდე ბიულეტენია დასათვლელი, რომელიც სამხედრო პერსონალის, დიპლომატებისა და საავადმყოფოს პაციენტების ხმებია - საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას შესაძლოა კიდევ ერთი ან ორი დღე დასჭირდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნეთანიაჰუს ბლოკს უმრავლესობისთვის 5 მანდატი აკლდება - ისრაელში შესაძლოა, კვლავ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები