ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

აკადემიკოსი ჩახუნაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადა

აკადემიკოსი და პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. როგორც მან განაცხადა, გადაწყვეტილება ადვოკატებთან ერთად მიიღო, რადგან თვლის, რომ გარეთ საზოგადოებისთვის უფრო საჭიროა. მას 3 თვე რეალური და 3 წელი პირობითი სასჯელი განუსაზღვრეს.

აკადემიკოსი ჩახუნაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადა
აკადემიკოსი ჩახუნაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადაTV პირველი

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მან საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადა.

როგორც მან “პირველ ხაზში“ სტუმრობისას განაცხადა, საკუთარ თავს ჰკითხა, სად უფრო იყო საჭირო, ციხეში თუ გარეთ და მიხვდა, რომ გარეთ უფრო მეტად იყო საჭირო.

უკვე გეგმებიც მაქვს, საიდან და როგორ დავიწყო, საქველმოქმედო საქმიანობაც მექნება,- თქვა მან.

დავუსვი ჩემ თავს საკითხი, გოგა, სად უფრო საჭირო ხარ შენ? გარეთ თუ აქ [ციხეში]. ეს გადაწყვეტილება კი მივიღე 10 დღის წინ, ჩემ ადვოკატებთან ერთად, მათი დიდი დამსახურებაცაა ეს. რომ შევაფასე - სად უფრო საჭირო ვარ, ამდენი ჟურნალ-გაზეთი, კონფერენციები, კლინიკური საქმიანობა ცალკეა, ეს 2 თვე მე ფაქტობრივად იზოლაციაში აღმოვჩნდი, რითაც მე, ვინც მე მიცნობს, დილის 8 დან ღამის 2 მდე სულ საქმეში ვიყავი... ტელევიზორში გამოვიდა ვიღაც, არ ვიცი, ვინ იყო, თქვა, უნდა ენახათ, აბა კურორტი ხომ არ ეგონათო. მართლაც კურორტზე ვიყავი, ამდენი ცხოვრებაში არ მიძინია. 10 დღის წინ, ადვოკატებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, ოღონდ ერთი პირობით, რომ მეც უნდა ვყოფილიყავი თანახმა იმაზე, რაზედაც ხელი უნდა მომეწერა. ჩემთვის მოულოდნელი იყო. დღეს პროცესი რომ დაიწყო, გამაცნეს და მითხრეს, რომ შემეძლო დღესვე წავსულიყავი, აღარც დავფიქრებულვარ, დავეთანხმე და ახლა აქ ვარ. მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ... ჩემ გემოვნებას ვერავინ გამომაცვლევინებს, რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ, სამშობოლოს არასდროს ვუღალატებ. ავადმყოფებს წავალ და გავსინჯავ. უკვე გეგმებიც მაქვს, საიდან და როგორ დავიწყო, საქველმოქმედო საქმიანობაც მექნება, - განაცხადა ჩახუნაშვილმა.

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ექიმი, გოგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - აკადემიკოსი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ცნობილ პედიატრს ციხის კარები შემდეგი პირობით გაუხსნეს: 3 თვე რეალური და 3 წელი პირობითი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.