ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“ყველაფერი იქნება კარგად კი არა, ძალიან კარგად” – გოგი ჩახუნაშვილის პირველი კომენტარი

აკადემიკოსი და პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა (3 თვე რეალური და 3 წელი პირობითი სასჯელით). მედიასთან პირველ კომენტარში მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, ოჯახს და ადვოკატებს. ამავე საქმეზე დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილსაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელსაც ერთწლიანი პატიმრობა და სამი წელი პირობითი მსჯავრი მიესაჯა.

“ყველაფერი იქნება კარგად კი არა, ძალიან კარგად” – გოგი ჩახუნაშვილის პირველი კომენტარი
“ყველაფერი იქნება კარგად კი არა, ძალიან კარგად” – გოგი ჩახუნაშვილის პირველი კომენტარიალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია. მან მედიასთან თქვა:

პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც ჩემს იქ ყოფნას განიცდიდა. ნამდვილად არ ველოდი დღეს ჩემს გათავისუფლებას. აქედან მოკითხვას ვუთვლი ჩემი საკნის ბიჭებს და ყველა პატიმარს. ყველა მინდა გავამხნევო, ვინც ციხეშია. მადლობა ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც მათ შორის იზრუნეს ჩემს დარწმუნებაში, მადლობა ჩემს ოჯახს. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ყველა ძალიან მიყვარხართ. ყველაფერი იქნება კარგად კი არა ძალიან კარგად” –

ჟურნალისტებმა აკადემიკოსს ჰკითხეს, უნდა მიმართონ თუ არა სხვა პატიმრებმაც პროკურატურას საპროცესოს მოთხოვნით, რაზეც გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა – “ყველამ თავისი საქმე იცის”.

გოგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – აკადემიკოსი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ცნობილ პედიატრს ციხის კარები შემდეგი პირობით გაუხსნეს: 3 თვე რეალური და 3 წელი პირობითი.

პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა ამავე საქმეზე დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილსაც. მასაც ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი.

ამ შემთხვევაში პირობა ასეთია: ერთი წელი პატიმრობა და 3 წელი პირობითი მსჯავრი. ალბუთაშვილი ციხეს ოქტომბერში დატოვებს.

ფოტო, სადაც ჩახუნაშვილი შვილებთან ერთადაა გადაღებული, სოციალურ ქსელში, გვერდზე “პედიატრი ძმები” ვრცელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.