მიხეილ სააკაშვილი - ძლიერმა ინსტიტუციებმა, რომელიც ავაშენეთ, გაძლო 14 წელი, მაგრამ ახლა ნამდვილად ჩამოიშალა - ერთადერთი, რაც ამას გამოასწორებს, არის დემოკრატიის აღდგენა, დემოკრატიულად არჩეული ძლიერი ლიდერი კარგი გუნდით და მტკიცე ხელი, არანაირი ხელოვნური, მყიფე კოალიციები
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალა და 2012 წლის შემდეგ სახელმწიფო ავტოპილოტზე იმყოფებოდა. მისი შეფასებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის დემოკრატიის აღდგენა, ძლიერი ლიდერი და კარგი გუნდი და არა ხელოვნური და მყიფე კოალიციები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში "სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზე" საუბრობს და აცხადებს, რომ 2012 წლიდან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყანა „ავტოპილოტის“ რეჟიმში იმყოფებოდა, ახლა კი სრულად იმსხვრევა.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შეფასებით, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი დემოკრატიის აღდგენაა.
კერძოდ, მისი თქმით, საჭიროა დემოკრატიულად არჩეული ძლიერი ლიდერი კარგი გუნდით და "მტკიცე ხელი", არანაირი "ხელოვნური, მყიფე კოალიციები" და ასეთი კოალიციების შექმნილი გარდაუვალი ქაოსი - "ქაოსი უკვე საკმარისად ამოგვივიდა ყელში".
"მინდა საბოლოოდ ვაღიარო, ძლიერმა ინსტიტუციებმა, რომელიც ავაშენეთ, გაძლო 14 წელი, მაგრამ ახლა ნამდვილად ჩამოიშალა.
2012 წელს რა მოხდა რეალურად, გამართულ გაზიზინებულ თვითმფრინავში პილოტები ჩაანაცვლეს პრიმატმა მაკაკებმა. ეს თვითმფრინავი 14 წელია მიფრინავს ავტოპილოტზე, გზადაგზა კარგავს სიმაღლეს და ახლა უკვე იმსხვრევა, იმიტომ რომ მაკაკებმა ავტოპილოტიც გამორთეს.
საერთოდ ვერ იარსებებს გამართული სახელმწიფო ინსტიტუტი იქ სადაც არის კორუფცია, ნეპოტიზმი, სადაც ახალგაზრდებს ერთადერთ პერსპექტივას უსახავენ - ქოლცენტრებს. სადაც ჭეშმარიტ ემოციებს ანაცვლებს ნარკოტიკული თრობა თავისი სასიკვდილო შედეგით, სადაც სკოლებში და ქუჩაში ისევ დაბრუნდა ქურდული მენტალიტეტი.
ერთადერთი რაც ამას გამოასწორებს, არის დემოკრატიის აღდგენა, თავისუფლების მყარი ფასეულობის შემოტანა და დემოკრატიულად არჩეული ძლიერი ლიდერი კარგი გუნდით და მტკიცე ხელი, არანაირი ხელოვნური, მყიფე კოალიციები და ასეთი კოალიციების შექმნილი გარდაუვალი ქაოსი, ქაოსი უკვე საკმარისად ამოგვივიდა ყელში.
თუ ახლავე დაუყოვნებლივ ასე არ ვქენით, ეს მაიმუნების ჯოგი მაკაკების მეფის მეთაურობით, რომელიც 2008 წლის გამეორებით გვაშინებს, პირდაპირ მიგვაქანებს 90-იანი წლების გამოუვალ არმაგედონში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„მინდა საბოლოოდ ვაღიარო, ძლიერმა ინსტიტუციებმა, რომელიც ავაშენეთ, გაძლო 14 წელი, მაგრამ ახლა ნამდვილად ჩამოიშალა. 2012 წელს რა მოხდა რეალურად, გამართულ გაზიზინებულ თვითმფრინავში პილოტები ჩაანაცვლეს პრიმატმა მაკაკებმა. ეს თვითმფრინავი 14 წელია მიფრინავს ავტოპილოტზე, გზადაგზა კარგავს სიმაღლეს და ახლა უკვე იმსხვრევა, იმიტომ რომ მაკაკებმა ავტოპილოტიც გამორთეს. საერთოდ ვერ იარსებებს გამართული სახელმწიფო ინსტიტუტი იქ სადაც არის კორუფცია, ნეპოტიზმი, სადაც ახალგაზრდებს ერთადერთ პერსპექტივას უსახავენ - ქოლცენტრებს. სადაც ჭეშმარიტ ემოციებს ანაცვლებს ნარკოტიკული თრობა თავისი სასიკვდილო შედეგით, სადაც სკოლებში და ქუჩაში ისევ დაბრუნდა ქურდული მენტალიტეტი. ერთადერთი რაც ამას გამოასწორებს, არის დემოკრატიის აღდგენა, თავისუფლების მყარი ფასეულობის შემოტანა და დემოკრატიულად არჩეული ძლიერი ლიდერი კარგი გუნდით და მტკიცე ხელი, არანაირი ხელოვნური, მყიფე კოალიციები და ასეთი კოალიციების შექმნილი გარდაუვალი ქაოსი, ქაოსი უკვე საკმარისად ამოგვივიდა ყელში. თუ ახლავე დაუყოვნებლივ ასე არ ვქენით, ეს მაიმუნების ჯოგი მაკაკების მეფის მეთაურობით, რომელიც 2008 წლის გამეორებით გვაშინებს, პირდაპირ მიგვაქანებს 90-იანი წლების გამოუვალ არმაგედონში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.