მიხეილ სააკაშილი ოპოზიციას - დროა თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ - ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა, საკითხი დგას ასე: ან გავერთიანდებით ან გავქრებით
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, გაერთიანდნენ საერთო საქმის გარშემო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა გაქრობის საფრთხის წინაშე დადგება. მისი თქმით, მასთან დაპირისპირების გამო ოპოზიციურ პარტიებს მხარდამჭერები აღარ დარჩათ.

დროა თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ - ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა. საკითხი დგას ასე: ან გავერთიანდებით საერთო საქმის გარშემო, ან გავქრებით,- ასე მიმართავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას სოციალურ ქსელში.
სააკაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ სურთ „მიშასთან, რადგან ეს მათ მომხრეებს არ სურთ და ამბობენ, რომ მიშა ერთიანობის ჩამშლელია“.
„ლიტვაში [ლიეტუვაში] IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მოწყობილ კონფერენციაზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი ჩემთან გაერთიანებაა. ამაზე ამ ოპოზიციონერებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მიშასთან არ გვინდა, ეს ჩვენს მომხრეებს არ სურთო და მიშა ერთიანობის ჩამშლელიაო.
ჯერ ერთი, დროა თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ, გარდა თქვენი ვიწრო კუტოკებისა და მეორეც, მთელი ეს წლები დავდივარ "მოდი გავერთიანდეთ" ლოზუნგით და თქვენ კი კრეისერული სიჩქარით გამირბიხართ და ისევ მე მხედავთ მთავარ პრობლემად და არა ივანიშვილს.
ჩვეულებრივ პოლიტიკურ სიტუაციაში და საარჩევნო გარემოში რომ ვიყოთ, მე თვითონ შევძლებდი უმრავლესობის აღებას და ძირითადად ახალგაზრდული გუნდით მოსვლას, მაგრამ ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა. საკითხი დგას ასე, ან გავერთიანდებით საერთო საქმის გარშემო, ან გავქრებით“,- წერს სააკაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„მიშასთან, რადგან ეს მათ მომხრეებს არ სურთ და ამბობენ, რომ მიშა ერთიანობის ჩამშლელია“
„ლიტვაში [ლიეტუვაში] IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მოწყობილ კონფერენციაზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი ჩემთან გაერთიანებაა. ამაზე ამ ოპოზიციონერებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მიშასთან არ გვინდა, ეს ჩვენს მომხრეებს არ სურთო და მიშა ერთიანობის ჩამშლელიაო. ჯერ ერთი, დროა თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ, გარდა თქვენი ვიწრო კუტოკებისა და მეორეც, მთელი ეს წლები დავდივარ "მოდი გავერთიანდეთ" ლოზუნგით და თქვენ კი კრეისერული სიჩქარით გამირბიხართ და ისევ მე მხედავთ მთავარ პრობლემად და არა ივანიშვილს. ჩვეულებრივ პოლიტიკურ სიტუაციაში და საარჩევნო გარემოში რომ ვიყოთ, მე თვითონ შევძლებდი უმრავლესობის აღებას და ძირითადად ახალგაზრდული გუნდით მოსვლას, მაგრამ ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა. საკითხი დგას ასე, ან გავერთიანდებით საერთო საქმის გარშემო, ან გავქრებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.