ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
სერია A-ს მეცხრე ტურში „უდინეზე“ „პარმას“ დაუზავდა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი მატჩში 83 წუთი ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები მიიღო. „უდინეზემ“ ზედიზედ ექვსი მარცხის შემდეგ პირველი ქულა მოიპოვა.

სერია A-ს მეცხრე ტურში „უდინეზე“ გასვლაზე „პარმას” დაუზავდა - 0:0.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ 83-ე წუთამდე ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: Flashscore 7.5, Whoscored 7.1, Sofascore 7.1.
„უდინეზემ“ ზედიზედ 6 წაგების შემდეგ ფრედ ითამაშა, ამ მომენტისთვის 5 ქულით მე-17 ადგილზეა და 31 ოქტომბერს „რომას“ უმასპინძლებს.
პარმა. „ენიო ტარდინი“
პარმა - უდინეზე 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ბერნაბე (69, პარმა)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…