ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებული "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილმა იყიდა

თიბისი ბანკი

ბიზნესმენ თემურ უგულავას მიერ დაფუძნებული მულტიფუნქციური ცენტრი "რადიო ქალაქი" მუხიანში ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა. დოკუმენტების მიხედვით, ობიექტი შპს "რადიო ქალაქმა" იყიდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია, ხოლო დირექტორი - ივანე ხვედელიძე. ობიექტზე ვრცელდება თიბისი ბანკის იპოთეკა, რომელიც ახალმა მფლობელმა უნდა დაფაროს.

ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებული "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილმა იყიდა
ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებული "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილმა იყიდაTV პირველი

მუხიანში მდებარე მულტიფუნქციური ცენტრი - "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა -ამის შესახებ bm.ge წერს.

დოკუმენტების მიხედვით კომპანია "ინდუსტრიული ქალაქმა", რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას "აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიის" საკუთრებაში იყო, ობიექტი მიჰყიდა შპს "რადიო ქალაქს", რომელიც 2026 წლის 6 აგვისტოს დაფუძნდა.

ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს "რადიო ქალაქის" დირექტორია ივანე ხვედელიძე, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილი.

რეესტრის თანახმად, ობიექტზე ვრცელდება თიბისი ბანკის იპოთეკა და საბანკო ვალდებულება ტერიტორიის ახალმა მფლობელმა უნდა დაფაროს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თემურ უგულავას აქტივების მართვის უფლებამოსილება შვიდ მემკვიდრეს აქვს | სანოტარო აქტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები