"რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა
თბილისში, მუხიანის რაიონში მდებარე მულტიფუნქციური ცენტრი "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა. ობიექტი, რომელიც ადრე "აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიის" საკუთრებაში იყო, შპს "რადიო ქალაქს" მიჰყიდეს. ახალი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია, ხოლო დირექტორი - ივანე ხვედელიძე. ტერიტორიაზე არსებული საბანკო ვალდებულება ახალმა მფლობელმა უნდა დაფაროს.

თბილისში, მუხიანის რაიონში, ბაირამაშვილის ქუჩაზე მდებარე მულტიფუნქციური ცენტრი - "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა - შესაბამისი ცვლილება ბიზნეს რეესტრში დღეს აისახა, რომლის მიხედვითაც კომპანია "ინდუსტრიული ქალაქმა", რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას "აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიის" საკუთრებაში იყო, ობიექტი მიჰყიდა შპს "რადიო ქალაქს", რომელიც 2026 წლის 6 აგვისტოს დაფუძნდა.
ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს "რადიო ქალაქის" დირექტორია ივანე ხვედელიძე, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილი.
უძრავი ქონების რეესტრის თანახმად, ობიექტის ჯამური ფართობია 24,485 კვადრატული მეტრი და ის მრავალფუქნციური დანიშნულების რამდენიმე შენობა-ნაგებობას და ღია სივრცეებს აერთიანებს.
რეესტრის თანახმად, ობიექტზე ვრცელდება თიბისი ბანკის იპოთეკა და საბანკო ვალდებულება ტერიტორიის ახალმა მფლობელმა უნდა დაფაროს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.