პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი – ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ჩინეთში ვიზიტი ძალიან წარმატებულად შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკის შემუშავებისას ჩინეთის ხელისუფლების „ჭკვიანური გადაწყვეტილებებით“ სარგებლობა შეუძლია.

ნინო წილოსანი – ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა
პირველი არხი

ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას, შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს სასწავლიც და თანამშრომლობის ნაწილშიც დიდი რესურსია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკის შემუშავებისას შეუძლია, ისარგებლოს და გაითვალისწინოს ჩინეთის ხელისუფლების ჭკვიანური გადაწყვეტილებები.

„დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობიდან, დამთავრებული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების მონახულებით, ჩვენი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა. ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას. შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს სასწავლიც და თანამშრომლობის ნაწილშიც დიდი რესურსია. ყოველ წელს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობა უფრო ღრმავდება, როგორც სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობით, ასევე ხალხებს შორის და ბიზნესების მიმართულებითაც. სავიზო რეჟიმის გაუქმებამ გაზარდა ტურისტული ნაკადები, ბიზნესებისთვის გახდა უფრო მოქნილი ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა.

ჩინეთში ვიზიტმა დაგვანახა, რომ პოლიტიკის შემუშავებისას შეგვიძლია, ვისარგებლოთ ჩინეთის ხელისუფლების ჭკვიანური გადაწყვეტილებებით. ქართულ კომპანიებს მივცეთ საშუალება, რომ როგორც პირდაპირი ფრენებით, ასევე უფრო გამყარებული კავშირებით ჰქონდეთ თანამშრომლობა ჩინურ გიგანტებთან, კომპანიებთან, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით დიდ წარმატებას მიაღწიეს“, – განაცხადა წილოსანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი: ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები