სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დღევანდელი ციხეები საბჭოთა ციხეებს შეადარა
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დღევანდელი ციხეები საბჭოთა ციხეებს შეადარა და განაცხადა, რომ პენიტენციურ და იუსტიციის სისტემაში საბჭოთა მენტალობა და პრაქტიკა არ შეცვლილა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დღევანდელი ციხეები საბჭოთა ციხეებს შეადარა - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფბ-ლაივში განაცხადა, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა, ციხეებში ის მენტალობა და პრაქტიკა, რასაც დღეს აქვს ადგილი, სწორედ საბჭოთა კავშირის გადმონაშთია და იმის შემდეგ არ შეცვლილა.
იუსტიციის სისტემას დაწყებული ჰქონდა გარდაქმნა, მაგრამ რაღაც მომენტში შეჩერდა - ამბობს ზურაბიშვილი.
ეს სისტემა არ გამოსულა იმ საბჭოთა სისტემიდან. აქ რეფორმა არ ჩატარებულა. ეს ალბათ გლობალურად ეხება ჩვენს იუსტიციის სისტემას, რომელსაც დაწყებული ჰქონდა გარდაქმნა, რომელიც რაღაც მომენტში შეჩერდა. ეს გადადის პენიტენციურ სამსახურზე, სადაც ადამიანები იქცევიან ისე, როგორც იქცეოდნენ საბჭოთა ციხეებში და ეს რაღაც მენტალობა და პრაქტიკები, როგორც ჩანს არსად არ წასულა. ეს მოითხოვს დიდ ძალიან დიდ ძალისხმევას, რომ ჩვენ ამ სისტემებიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ ცივილიზებული ქვეყნის სტანდარტებზე. სადაც სასამართლო არ არის, იქ სხვა ვერაფერი იქნება. ეს არის ყველაფრის საწყისი, ყველაფრის ალფა და ომეგაც", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…