ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დრონების მართვის წვრთნები მიმდინარეობს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ცენტრში სამხედროებისთვის ყოველდღიური ინტენსიური წვრთნები ტარდება.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დრონების მართვის წვრთნები მიმდინარეობს
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დრონების მართვის წვრთნები მიმდინარეობსნეტგაზეთი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს უპილოტო საფრენი აპარატებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველდღიური ინტენსიური მეცადინეობები ტარდება. ამის შესახებ დე ფაქტო თავდაცვის უწყების პრესსამსახური იუწყება.

უწყების ცნობით, საბრძოლო მომზადების მიზანი ტექნიკის ათვისება და სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული უნარების გაუმჯობესებაა.

„პირადი შემადგენლობის სასწავლო პროცესი სისტემურად არის ორგანიზებული და მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს, რომლებიც თანამედროვე პირობებში სამსახურებრივ-საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად არის საჭირო. რეგულარული მეცადინეობები საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონე, ოპერატიულად ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და ეფექტიანად შევასრულოთ დასახული ამოცანები“, – აცხადებენ უწყებაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სამხედრო მოსამსახურეთა პრაქტიკული წვრთნები და საველე გასვლები ე.წ. თავდაცვის უწყების თანამედროვე სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირადი შემადგენლობის სასწავლო პროცესი სისტემურად არის ორგანიზებული და მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს, რომლებიც თანამედროვე პირობებში სამსახურებრივ-საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად არის საჭირო. რეგულარული მეცადინეობები საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონე, ოპერატიულად ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და ეფექტიანად შევასრულოთ დასახული ამოცანები“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებმა სამხედრო სწავლებები ჩაატარესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები