აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებმა სამხედრო სწავლებები ჩაატარეს
ნორიოს საწვრთნელ არეალში აღმოსავლეთის სარდლობის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებმა გეგმური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს. სადაზვერვო და დამრტყმელი FPV დრონების ოპერატორებმა შეასრულეს სხვადასხვა დავალება, მათ შორის უძრავ-მოძრავი სამიზნეების აღმოჩენა და განადგურება ღია სივრცეში, ტყიან მასივსა და შენობებში. სწავლების მიზანია ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციისა და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება.

ნორიოს საწვრთნელ არეალში აღმოსავლეთის სარდლობის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების სწავლება გაიმართა. სასწავლო შეკრების ფარგლებში, სადაზვერვო და დამრტყმელი FPV დრონების ოპერატორებმა სხვადასხვა სახის ინდივიდუალური და კომბინირებული დავალება შეასრულეს.
სწავლება ოპერატორების მიერ ღია სივრცეში, ტყიან მასივსა და შენობებში უძრავ-მოძრავი სამიზნეების აღმოჩენასა და განადგურებას მოიცავდა. დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დრონების ოპერატორების მომზადება დადებითად შეფასდა.
გეგმური სამხედრო სწავლებები სამხედრო ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებასა და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.