ჰაერში მყარი ნაწილაკების ზრდა უდაბნოს მტვრის გავრცელებას უკავშირდება – სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმსა და სხვა რეგიონებში ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მატება და ხარისხის გაუარესება უდაბნოს მტვრის მასების ტრანსსასაზღვრო გავრცელებითაა განპირობებული.

ბათუმსა და ქვეყნის სხვა ადგილებში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის ზრდა ფიქსირდება.
ჰაერის ამ ნაწილაკებით დაბინძურების მიზეზი კი, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე წერს, უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებაა.
„28 ოქტომბრიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ ავტომატურ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2.5] კონცენტრაციის ზრდა.
აღნიშნული პროცესი განპირობებულია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.“ – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.
ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი იყო „ცუდი“ გუშინ, 27 ოქტომბერსაც. თუმცა ასეთ მაჩვენებელს ბათუმში განთავსებული ორი სადგურიდან მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მდებარე სადგური აფიქსირებდა.
28 ოქტომბერს კი მყარი ნაწილაკების „ცუდი“ მაჩვენებელი უკვე მეორე სადგურზეც ფიქსირდება, რომელიც ბათუმის ცენტრალურ პარკშია განთავსებული.
წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი
ჰაერის ამ ნაწილაკებით დაბინძურების სხვა მიზეზებსა და ჯანდაცვით რეკომენდაციებზე ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული
ციტატები სტატიიდან
„28 ოქტომბრიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ ავტომატურ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2.5] კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი განპირობებულია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…