როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 24-26 ოქტომბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო სანაპიროზე ჰაერის ტემპერატურა დღისით 22-27 გრადუსს მიაღწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის 21 საათიდან 24 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 25 და 26 ოქტომბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
________________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…