თელავში, ერეკლე ll-ის მოედანზე მდებარე სკვერს, შესაძლოა, მედეა მეზვრიშვილის სახელი მიენიჭოს
თელავის საკრებულოს წევრმა არჩილ თხლაშიძემ ერეკლე II-ის მოედანზე მდებარე სკვერისთვის მედეა მეზვრიშვილის სახელის მინიჭების ინიციატივა წამოაყენა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოფიციალურ გვერდზე წერს
,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, არჩილ თხლაშიძის ინიციატივა ქალაქ თელავში, ერეკლე ll-ის მოედანზე მდებარე სკვერისთვის მედეა მეზვრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
მედეა მეზვრიშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. მის სახელს უკავშირდება მრავალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელაბა. ასევე, თელავში, მეფე ერკელე ll-ის ძეგლის განთავსება.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირთათვის დამატებითი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.” – წერს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…