ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გვარამია ნადარაიას: რა გინდათ აბა, ავიღო წულუკიანის დასკვნა და გიპასუხოთ, შესაძლებელია თუ არა ადამიანი მერვე სართულიდან გადავარდეს და სახურავზე აღმოჩნდეს?

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა გვარამიას მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს. გვარამია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება პარტიების გაუქმებისას შერჩევითობას მიმართავს და თავად არღვევს კონსტიტუციას, რევაზ ნადარაიამ კი მას პოლიტიკური შეფასებების სხვაგან გაკეთებისკენ მოუწოდა.

გვარამია ნადარაიას: რა გინდათ აბა, ავიღო წულუკიანის დასკვნა და გიპასუხოთ, შესაძლებელია თუ არა ადამიანი მერვე სართულიდან გადავარდეს და სახურავზე აღმოჩნდეს?
გვარამია ნადარაიას: რა გინდათ აბა, ავიღო წულუკიანის დასკვნა და გიპასუხოთ, შესაძლებელია თუ არა ადამიანი მერვე სართულიდან გადავარდეს და სახურავზე აღმოჩნდეს?TV პირველი

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ნიკა გვარამია მიმართავს - პარტია "ახალის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გვარამიას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა. ნადარაიას პოლიტიკოსისგან პოლიტიკური შეფასებების მოსმენა არ სურს.

"აბა რა გინდათ, ავიღო წულუკიანის დასკვნის აბსოლუტურად კოჭლი თხზულებები და იმას ვუპასუხო, შესაძლებელია ადამიანი მერვე სართულიდან გადავარდეს და მიწაზე კი არა სახურავზე აღმოჩნდეს?"- უთხრა გვარამიამ ნადარაიას.

გვარამია: "ოცნება" შორდება კონსტიტუციურ წესრიგს და დიახ, ევროკავშირში ინტეგრაცია არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილი. ირაკლი კობახიძე 78-ე მუხლს დემონსტრაციულად არღვევს და ცვლის კონსტიტუციით დადგენილ კონსტიტუციური წესრიგის ძალიან მნიშვნელოვან ქვაკუთხედს და ცვლის კონსტიტუციის გარეშე

ნადარაია: თქვენი პოლიტიკური გამოსვლა აშკარად ცდება იმ ფარგლებს... ეს არის თევნეული შეფასება...

გვარამია: როგორც სარჩელია მათეული შეფასება.. აბა სარჩელი რა არის. მე სარჩელში მომიწევს პასუხი ამ ადამიანების ნათქვამზე, რომ "მე ვყიდი აფხაზეთსი ტერიტორიას" და როგორ წარმოგიდგენიათ, ემ ამას რა უნდა ვუპასუიხო, პოლიტიკური შეფასება არ მექნება ამ განაცხადზე?

ნადარაია: არა სხვა რამეს გეუბნებით, ის რომ თქვენ ახლა პოლიტიკური პროცესები შეაფასოთ, ის რა მოხდა, სხვაგან შეაფასეთ...

ნიკა გვარამია: არა... რასაც მედავება მე ხელისუფლება და რის საფუძველზეც აუქმებს ჩემს პარტიას, მე ახლა ვამტკიცებ, რომ ამ სტანდარტით თავად მოქმედებს და თუ მე ვარ გასაუქმებელი, მაშინ თავადაც გასაუქმებელია. ამას იმისთვსი კი არ ვამტკციებ, რომ მე მისი გაუქმება მინდა...

რევაზ ნადარაია: აბა რისთვის?

გვარამია: იმისთვის, რომ კრიტერიუმი პარტიების გაუქმების, არის შერჩევითობაც. თუ ჩმეზე ხდება ამის გამოყენება, მაშინ მასზეც უნდა მოხდეს... ამ შემთვევაში ვასაბუთებ შერჩევითობას, რომ ხელისუფლება იყენებს მის ხელთარსებულ უფლებამოსილებას იმ ქმედებებისთვის, რასაც თავად სჩადის, დასაჯოს სხვა. ამის დასაბუთებას ვცდილობ. თუ ეს მნიშვნელოვანი არ არის, მაშინ ამიხსენით, რა არის მნიშვნელოვანი.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მითხრა ვუპასუხე, მითხრა ვუპასუხე და ავიღო წულუკიანის დასკვნის აბსოლუტურად კოჭლი თხზულებები და იმას ვუპასუხო, შესაძლებელია ადამიანი მერვე სართულიდან გადავარდეს და მიწაზე კი არა სახურავზე აღმოჩნდეს, ემ ამის განეიტრალება არ შემიძლია. არ მაქვს ასეთი არც უნარი და არც განათლება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აბა რა გინდათ, ავიღო წულუკიანის დასკვნის აბსოლუტურად კოჭლი თხზულებები და იმას ვუპასუხო, შესაძლებელია ადამიანი მერვე სართულიდან გადავარდეს და მიწაზე კი არა სახურავზე აღმოჩნდეს?“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები