ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 000 ლარით დაჯარიმდა მაია პაპაშვილი, რომელმაც სიძულვილის ენა შალვა პაპუაშვილის მიმართ გამოიყენა

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა პაპუაშვილის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მაია პაპაშვილი 4 000 ლარით, ხოლო პაატა თედიაშვილის შეურაცხყოფისთვის მიხეილ საჩალელი 2 000 ლარით დააჯარიმა.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა მიხეილ საჩალელი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პაატა თედიაშვილს. 4 000 ლარით დაჯარიმდა მაია პაპაშვილი, რომელმაც სიძულვილის ენა შალვა პაპუაშვილის მიმართ გამოიყენა.

პროცესებთან დაკავშირებით განმარტება შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ნათია გიგლემიანმა:

"დარღვევის ოქმი შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მან საარჩევნო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა პაატა თედიაშვილს. აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა.

რაც შეეხება მაია პაპაშვილის საქმეს, საარჩევნო სივრცეში, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, ბატონ შალვა პაპუაშვილს. შესაბამისი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.

ასევე განვმარტავთ, რომ მაია პაპაშვილმა თავადაც აღიარა სხდომაზე, რომ მისი კომენტარი მიემართებოდა პოლიტიკურ თანამდებობის პირს,"- აცხადებს ნათია გიგლემიანი.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გაიმართა ხელვაჩაურსა და ხაშურშიც.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ: თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა მაია პაპაშვილი, რომელმაც სიძულვილის ენა შალვა პაპუაშვილის მიმართ გამოიყენაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები