წყლის საშუალო მოხმარება საქართველოში 192 მ3-ია, ევროპაში 140 მ3, ამას ე.წ უყაირათო მოხმარება ჰქვია - სემეკის წევრი
სემეკის წევრ გიორგი ფანგანის განცხადებით, საქართველოში წყლის საშუალო თვიური მოხმარება 192 მ3-ია, რაც ევროპის მაჩვენებელს (140 მ3) აღემატება და უყაირათოა. ამავდროულად, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლითაც კომისიას გაზსა და წყალზე საფეხურებრივი ტარიფების დადგენის უფლება ექნება.

განახლება: თავდაპირველ სემეკის წევრმა თქვა, რომ გაზის მოხმარება საქართველოში 192 მ3-ია, ევროპაში 140 მ3, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ გულისხმობდა წყლის მოხმარებას.
"დეკემბერში ვისაუბროთ, ახლა ძალიან რთულია", - ასე უპასუხა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა BMG-ის კითხვას ბუნებრივი აირის გაძვირებას პროგნოზირებს თუ არა.
ამას გარდა, ფანგანმა თქვა, რომ წყლის საშუალო მოხმარება საქართველოში ბევრად მაღალია, ვიდრე ევროკავშირში, რასაც ის უყაირათოდ მოხმარებას უკავშირებს.
"რაც შეეხება ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებს, მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ უკვე გვეცოდინება კონკრეტული დეტალები, რადგან არსებობს მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოსავალი წერტილი სოციალური საკითხებისა და მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებაა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას, ანუ ენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს. უბრალოდ ერთ ციფრს მოგიყვანთ საქართველოში დღეისთვის ერთ მომხმარებელზე საშუალო თვიური მოხმარება 192 კუბური მეტრია, მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპაში გასაშუალოებული მაჩვენებელი 140 კუბურ მეტრს შეადგენს. ანუ ამას, ეგრეთ წოდებული უყაირათო მოხმარება ჰქვია. ასეთი ბევრი მომენტია, რისი გათვალისწინებაც ახლა მოგვიწევს", - აცხადებს სემეკის წევრი.
ამ ეტაპზე სემეკს საფეხურებრივი ტარიფის მეთოდოლოგია ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორში დადგენილი არ აქვს და როგორც ფანგანი ამბობს, უახლოეს პერიოდში მიიღებენ, რადგან კომისიამ ახალი ტარიფები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დაადგინოს. მარეგულირებელი ტარიფების მეთოდოლოგიის ცვლილებას სოციალურად მოწყვლადი ფენების დახმარებით ხნის, რადგან ვინც ნაკლებ წყალსა და ბუნებრივ აირს მოიხმარს, მათ ნაკლები უნდა გადაიხადონ.
"ახლა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უშუალოდ ტარიფებთან დაკავშირებით, ტარდება როგორც მარეგულირებელი აუდიტი, ისე ითვლება ტარიფის სხვა ძირითადი შემადგენელი კომპონენტები. დეკემბრის ბოლოს როგორც ყოველთვის, უკვე გვექნება ზუსტი სურათი იმის შესახებ, თუ როგორი ტარიფები ექნებათ მომხმარებლებს. მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, არსებობს ძალიან ბევრი ტიპის ტარიფი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ არსებობს დღე-ღამური ტარიფი, რომელიც ძალიან აპრობირებულია იგივე დასავლეთში. ასევე არსებობს ფიქსირებული ტარიფები, ანუ როდესაც მოხმარების მიუხედავად იხდი გარკვეულ თანხას ამას ინფრასტრუქტურის მზადყოფნის ტარიფს უწოდებენ და ა.შ. დღეს საქართველოში ერთადერთი საფეხურებრივი ტარიფი გვაქვს ელექტროენერგეტიკაში, სადაც როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს სამსაფეხურიანი ტარიფი, რომელიც ყოველთვიურად იანგარიშება", - ამბობს ფანგანი.
რაც შეეხება წყლის ტარიფს, კომისია აქაც შეცვლის მეთოდოლოგიას, თუმცა გიორგი ფანგანის თქმით, სულადობრივად ვინც იხდის წყლის გადასახადს, მათთვის არაფერი შეიცვლება.
დღეს, 28 ოქტომბერს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“კანონში ცვლილებები, რომლითაც სემეკს უფლება ექნება, მოხმარებული გაზისა და წყლის მოცულობების მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.
პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო, რადგან კომისიამ მომდევნო წლის ტარიფებს 2026 წლის ბოლოს უნდა გადახედოს. ცვლილებებს "ქართული ოცნება" "მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვით" ხსნის.
"აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას", - წერია განმარტებით ბარათში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაგაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი
გაზის საშუალო მოხმარება საქართველოში 192 მ3-ია, ევროპაში 140 მ3, ამას ე.წ უყაირათო მოხმარება ჰქვია - სემეკის წევრი
სემეკის წევრი გიორგი ფანგანი - საქართველოში ბუნებრივი აირის დღიური მოხმარება, ერთ მომხმარებელზე, საშუალოდ, 192 კუბური მეტრია, დასავლეთ ევროპაში კი გასაშუალოებული 140 კუბური მეტრი - ამას უყაირათო მოხმარება ჰქვია
სემეკის წევრი გიორგი ფანგანი - საქართველოში ბუნებრივი აირის თვიური მოხმარება, ერთ მომხმარებელზე, საშუალოდ, 192 კუბური მეტრია, დასავლეთ ევროპაში კი გასაშუალოებული 140 კუბური მეტრი - ამას უყაირათო მოხმარება ჰქვია
გიორგი ფანგანი: პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ერთი ნაწილი მოქმედი ნორმის გაგრძელებაა, ეს ეხება სასმელი წყლისა და წყალარინების ტარიფებს. ამ ნორმას ვადა 2026 წლის დეკემბერში გასდის და მოხდა ნორმის ვადის გაგრძელება, რადგან წყალმომარაგების სექტორში არსებული ტარიფები დადგენილია იმ სახით, რომ ძირითადი ტვირთი გადატანილია კომერციულ ტარიფზე
ციტატები სტატიიდან
„რაც შეეხება ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებს, მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ უკვე გვეცოდინება კონკრეტული დეტალები, რადგან არსებობს მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოსავალი წერტილი სოციალური საკითხებისა და მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებაა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას, ანუ ენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს. უბრალოდ ერთ ციფრს მოგიყვანთ საქართველოში დღეისთვის ერთ მომხმარებელზე საშუალო თვიური მოხმარება 192 კუბური მეტრია, მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპაში გასაშუალოებული მაჩვენებელი 140 კუბურ მეტრს შეადგენს. ანუ ამას, ეგრეთ წოდებული უყაირათო მოხმარება ჰქვია. ასეთი ბევრი მომენტია, რისი გათვალისწინებაც ახლა მოგვიწევს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…