ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "თბილისის ფინანსური სამიტი" ძალიან წარმატებული იყო, ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი

სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, „თბილისის ფინანსური სამიტი“ წარმატებით დასრულდა და მასში 60-მდე ქვეყნის 1 000-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა უცხოელი ინვესტორების ინტერესს აძლიერებს.

ნათია თურნავა: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "თბილისის ფინანსური სამიტი" ძალიან წარმატებული იყო, ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა
ნათია თურნავა: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "თბილისის ფინანსური სამიტი" ძალიან წარმატებული იყო, ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდარუსთავი 2

"თბილისის ფინანსური სამიტი" ძალიან წარმატებული იყო და ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო შეხვედრა საქართველოში იმართება. ჩვენ გვაქვს ბევრი რამ, რაც საერთაშორისო პარტნიორებსა და კოლეგებს შეგვიძლია გავუზიაროთ. პირველ რიგში, ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას აძლიერებს", - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ "თბილისის ფინანსური სამიტის" შეჯამებისას განაცხადა.

"საქართველო ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, ეს კი ჩვენს ქვეყანას ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, სამიტში საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გლობალური ფინანსური ტენდენციების განხილვის, არამედ საქართველოში არსებული კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობისა და არსებული ინვესტიციების გაფართოების თვალსაზრისით.

"სამიტს ესწრებოდნენ არაერთი საერთაშორისო ინვესტორი და საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლები, რომელთა ინტერესიც მხოლოდ გლობალური გამოწვევების განხილვით არ შემოიფარგლება. მათ ასევე აინტერესებთ კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობები - სად შეუძლიათ ინვესტირება და როგორ გააფართოონ უკვე არსებული ინვესტიციები საქართველოში" - განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Bank of China-სა და ჩინეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრების მიზანი საქართველოს ფინანსურ სექტორთან საერთაშორისო კავშირების გაღრმავება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარება იყო.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მეზობელი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები პრაქტიკულად მუშაობს და რეგიონული კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აღნიშნა, სამიტმა საერთაშორისო პარტნიორებსა და ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვის პლატფორმა შეუქმნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1 000-მა მონაწილემ 60-მდე ქვეყნიდან, მათ შორის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა, ფინანსური სექტორის ლიდერებმა, საერთაშორისო ინვესტორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებმა.

სამიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსურ ტექნოლოგიებს, ციფრულ ვალუტებს, ხელოვნურ ინტელექტს, გადახდების სისტემების განვითარებასა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხებს. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებამ ფინანსური მომსახურება უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი გახადოს და ამავდროულად, როგორ უნდა იმართოს მათთან დაკავშირებული რისკები.

ნათია თურნავას განცხადებით, სამიტი ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდება და მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დიალოგისა და ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომაკროეკონომიკური სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს, საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის - ნათია თურნავა​
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველო ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, ეს კი ჩვენს ქვეყანას ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის“
ნათია თურნავა
„სამიტს ესწრებოდნენ არაერთი საერთაშორისო ინვესტორი და საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლები, რომელთა ინტერესიც მხოლოდ გლობალური გამოწვევების განხილვით არ შემოიფარგლება. მათ ასევე აინტერესებთ კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობები - სად შეუძლიათ ინვესტირება და როგორ გააფართოონ უკვე არსებული ინვესტიციები საქართველოში“
ნათია თურნავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, ფინანსური ინოვაციების განვითარებასთან ერთად შევქმნათ უფრო ეფექტიანი და ურთიერთთავსებადი საგადახდო გარემოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები