ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს, საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის - ნათია თურნავა​

საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე მაკროეკონომიკური სტაბილურობა და თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის.

თბილისის ფინანსურ სამიტი გრძელდება. ორდღიანი ღონისძიება ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს.

რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტის" მთავარი თემაა "რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში" წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ მსგავსი მასშტაბის შეხვედრა საქართველოში იმართება, რადგან ქვეყანას სხვებისთვის გასაზიარებელი ეკონომიკური წარმატება აქვს.

"ნიშანდობლივია, რომ ეს შეხვედრა ხდება საქართველოში, იმიტომ, რომ მართლაც ბევრი რამ გვაქვს ჩვენ სხვისთვის გასაზიარებელი. პირველ რიგში, ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს. თითქმის ორნიშნა ზრდაა, რაც ნამდვილად შესაშური მიღწევაა ბევრი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩვენზე მეტად განვითარებული ქვეყანა, რეცესიაში იმყოფება დღესდღეობით, ხოლო საქართველო ამ თვალსაზრისით, მართლაც შესაშურ მაღალ ზრდას აჩვენებს.

ეს ჩვენ ინვესტორებისთვის მიმზიდველს გვხდის. აქ ძალიან ბევრი საერთაშორისო ინვესტორი და ფონდი იყო შეკრებილი, რომელიც არა მხოლოდ ზოგადი პრობლემებით სასაუბროდ არის ჩამოსული, არამედ კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობების ან შესატყობად, თუ სად შეუძლიათ ინვესტირება, ან უკვე არსებული ინვესტიციების გასაფართოებლად," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნათია თურნავა: სებ-ისა და მთავრობის წარმატებული რეფორმების შედეგად, საქართველო დღეს იმ საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს აერთიანებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები