ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სემეკს წყალსა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე დიფერენცირებული ტარიფების დადგენა შეეძლება

საქართველოს პარლამენტისემეკი

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც სემეკს წყალმომარაგებასა და ბუნებრივ აირზე მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული ტარიფების დადგენის უფლებამოსილება ეძლევა.

სემეკს წყალსა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე დიფერენცირებული ტარიფების დადგენა შეეძლება
სემეკს წყალსა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე დიფერენცირებული ტარიფების დადგენა შეეძლებაფორმულა

"ოცნების" პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტში ცვლილებას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტი კოლეგებს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გააცნო.

კერძოდ, მოქმედი რეგულაციის თანახმად, წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია 2027 წლის პირველ იანვრამდე წყალმომარაგების მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს. კანონპროექტით, აღნიშნული თარიღი 2036 წლის პირველ იანვრამდე გადაიწევს.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ცვლილების თანახმად, მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი იქნება გარდამავალ პერიოდში – 2036 წლის პირველ იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის პირველ იანვრამდე ბუნებრივი გაზის – ტარიფის დადგენის დროს განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით.

„აღნიშნული ცვლილებების მიზანი, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვაა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარლამენტმა ცვლილებები, რომლითაც სემეკს წყალსა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე დიფერენცირებული ტარიფების დადგენა შეეძლება, დაჩქარებული წესით მიიღო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნული ცვლილებების მიზანი, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვაა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს“
შოთა ბერეკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ადამიანები, რომლებიც მიმართავენ დაზოგვის პოლიტიკას, მათთვის ტარიფი იქნება უფრო შეღავათიანი" - შოთა ბერეკაშვილი ბუნებრივ აირსა და წყალზე განსხვავებული ტარიფების დადგენაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები